რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა 28 ოქტომბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც დონალდ ტრამპის მიერ ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები დაიბლოკა.

კანონპროექტი მცირე უპირატესობით (52 ხმით, 48-ის წინააღმდეგ) დამტკიცდა. ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმა პარტიული ხაზის საწინააღმდეგო პოზიციას დაუჭირა მხარი.

ტრამპის მიერ კანადისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმების შესახებ მსგავს კანონპროექტებს უახლოეს დღეებში ეყრება კენჭი.

ბრაზილიის შესახებ კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, რომელსაც ასევე რესპუბლიკელები აკონტროლებენ. მოსალოდნელია, რომ იქ ის „გაიყინება“, რადგან ტრამპის ტარიფების გაუქმების მცდელობები რესპუბლიკელებს წარსულში არაერთხელ დაუბლოკავთ.

სენატში აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც დონალდ ტრამპი აზიაში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, ხუთშაბათს კი, სავაჭრო საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

წყარო: 1 არხი