აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ირანი ერთმანეთს სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში თავს დაანებებენ მას შემდეგ, რაც მას „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„მას [ნეთანიაჰუს] დარტყმა მიაყენეს და მან საპასუხო დარტყმა განახორციელა და ამაში მას ვერ დავადანაშაულებ. ახლა მათ ყველაფერი შეწყვიტეს. ისინი ერთმანეთს კიდევ ერთი კვირით ან კიდევ რაღაც დროით თავს დაანებებენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები „ძალიან, ძალიან კარგი შეთანხმების გაფორმების ბოლო ეტაპზეა, რომელიც არანაირად არ დაუშვებს ბირთვული იარაღის შექმნას“.

„ჰორმუზის სრუტე მაშინვე გაიხსნება. ის ხელმოწერისთანავე გაიხსნება, რაც შეიძლება ორ ან სამ დღეში მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ღამით სრუტესთან ახლოს ჩამოვარდნილი ამერიკული Apache ტიპის ვერტმფრენის პილოტები უსაფრთხოდ და კარგად არიან.

www.interpressnews.ge