ევროპაში საქმიანი მოგზაურობის ხარჯები 2026 წელს 389.9 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც 2025 წელთან შედარებით 8.2%-ით მეტია, ეკონომიკური გამოწვევებისა და პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, – ნათქვამია გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ასოციაციის (GBTA) მიერ 10 ნოემბერს ჰამბურგში გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილ ახალ რეგიონალურ ანალიზში.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ 2028 წლისთვის რეგიონში საქმიანი მოგზაურობის ხარჯები 441.6 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც გასული წლის პროგნოზზე - 476.6 მილიარდ ევროზე ნაკლებია.

2025 წელს დასავლეთ ევროპაზე, მათ შორის ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო, მოვა ევროპაში საქმიანი მოგზაურობის ხარჯების 88%. განვითარებადი ევროპის წილი, რომელსაც GBTA განსაზღვრავს, როგორც ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და უკრაინა, 12%-ს შეადგენს.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე