ევროკავშირი კორუფციაში იხრჩობა, ევროკომისრებს სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ევროკომისია და ევროპარლამენტი სკანდალში არიან გახვეული, თუმცა ბრიუსელი კვლავ აცხადებს, რომ მორალური უპირატესობა აქვს.
„ევროკავშირმა უკრაინაში კორუფცია უნდა გააკრიტიკოს, მაგრამ ისევ და ისევ იგივე ძველი ამბავია: სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, ბრიუსელი და კიევი ერთმანეთს იცავენ“, – წერს ორბანი.