მდინარე დუნაიში წყლის დონე, ოდესის ოლქის ტერიტორიაზე, კრიტიკულად დაბალია. ივლისში ის მინიმალურ ნიშნულზე ქვევითაც კი ჩამოვიდა.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) დუნაის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ჰიდროლოგმა, ნატალია მიშჩენკომ განუცხადა.

მისი თქმით, მდინარის წყლის დონე, 16 ივლისის მდგომარეობით, ივლისის მინიმალურ დონეზე 12 სმ-ით დაბალი იყო, თვის პირველი ნახევრის წყლის საშუალო მოხმარებამ (დანახარჯმა) კი ნორმის 37% შეადგინა.

„დღეს ქალაქ იზმაილთან დუნაის წყლის დონე 25 სმ-ია. ეს ძალიან დაბალი ნიშნულია. მაგალითად, ივლისში მინიმალური დონე, მრავალწლიანი დაკვირვებით, 33 სანტიმეტრი იყო. ანუ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი უკვე მოხსნილია“, - აღნიშნა მილჩენკომ.

მდინარე დუნაიში წყლის დონე დაწეულიაუკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი - ოდესა (Suspilne Odesa)

ეს მდგომარეობა ცხელი ზაფხულითა და არასაკმარისი ნალექით არის გამოწვეული. ჰიდროლოგის თქმით, დუნაის ტბები, რომლებიც მდინარე დუნაის წყლით იკვებება, მისი დონის შემცირებაზე გავლენას ვერ ახდენენ.

„დუნაის ტბები მისგან იკვებება, მაგრამ ტბების შევსება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მდინარის დონე ძალიან მაღალია. მხოლოდ ამ დროს ხდება დონის ბუნებრივი ვარდნა და წყალი ტბებში თავისით ჩაედინება“.

მდინარე დუნაიში წყლის დონე დაწეულიაუკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი - ოდესა (Suspilne Odesa)

უახლოეს დღეებში დუნაის წყლის დონის მცირედით მოიმატებს. ნატალია მიშჩენკოს განმარტებით, ეს ზემო დუნაიზე და მის შენაკადებზე მოსული ნალექებით იქნება გამოწვეული.

„მცირე მატება დღეს დაიწყო, ღამით დონემ ოთხი სანტიმეტრით აიწია. ველოდებით, რომ დღეში რამდენიმე სანტიმეტრით კიდევ მოიმატებს. გასულ კვირას ნალექი იყო, ჩვენს რეგიონამდე მისაღწევად, მას დრო სჭირდებოდა, მან აქ ახლახან მოაღწია და წყლის დონემაც მატება დაიწყო“, - განაცხადა მან.

რაიმე არსებით ცვლილებას ან წყლის დონის მნიშვნელოვან მატებას ჰიდროლოგები ჯერჯერობით არ პროგნოზირებენ. „მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მატება ზემო დუნაიზე იმ ნალექების გამო, რომელიც კვირის განმავლობაში მოვა“, - დასძინა მიშჩენკიმ.

წყარო: 1tv.ge