დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) წინასწარი მონაცემებით გახდა ცნობილი.

Trading Economics–ის მონაცემებით, ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი მშპ–ს 0,2%–იან ზრდას ვარაუდობდა.

მეორე კვარტალში დიდი ბრიტანეთის მშპ 0.3%-ით გაიზარდა.

მომსახურების სექტორი ივლის-სექტემბერში 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო მშენებლობის სექტორი 0.1%-ით. წარმოება 0.5%-ით შემცირდა.

მომხმარებელთა ხარჯები 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი კაპიტალური ინვესტიციები 1.8%-ით. სამთავრობო ხარჯები 0.3%-ით გაიზარდა.

ექსპორტი წინა კვარტალში 0.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით.

წლიურად გადაანგარიშებით, დიდი ბრიტანეთის მშპ მესამე კვარტალში 1.3%-ით გაიზარდა.

წყარო: Interfax