ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით „ბეშიქთაშსა“ და „სენტ-ეტიენს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადავიდა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი AgentTransfer-ი ავრცელებს.

თურქულ მედიაში კი ვრცელდება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ „ბეშიქთაშის“ სპორტული დირექტორის, ონდერ ოზენის კომენტარი:

„მე მხოლოდ ერთი კანდიდატი მყავს „ბეშიქთაშის“ მარცხენა ფლანგისთვის – სწრაფი, დაბალი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გოლის გატანა, კარისკენ შეუჩერებლად სვლა და თამაშის გამწვავება.

დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს სახელი (ზურიკო დავითაშვილი) უკვე ახსენეს. მას კარგი სეზონი ჰქონდა. ვფიქრობ, ეს მოთამაშე „ბეშიქთაშს“ ძალიან გამოადგება, თავად კი მაღალ დონეზე მხოლოდ „ბეშიქთაშში“ ითამაშებს“, – აცხადებს ონდერ ოზენი.

პირველი არხი