აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
მისივე განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი "ძალიან მტკიცე ქვეყნის დიდი ლიდერია".
„საოცარი შეხვედრა იყო. ის ძალიან მტკიცე ქვეყნის დიდი ლიდერია. მივიღეთ შესანიშნავი გადაწყვეტილებები. არც ისე ბევრი რამ დარჩა განსახილველი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ ბევრ ელემენტზე. დიდი რაოდენობით სოიოსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენა დაუყოვნებლივ დაიწყება. პრეზიდენტმა სი ძინპინმა გუშინ ჩინეთს ამის დაწყების უფლება მისცა. თქვენ იცით, რომ სოიოს და სხვა პროდუქტების დიდი რაოდენობით შეძენას ვაფასებ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო. ასევე ფენტანილის საკითხზე შევთანხმდით, რომ ის ძალიან ინტენსიურად იმუშავებს შემოდინების შესაჩერებლად. ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ანესთეზიისთვის და სხვა. მაგრამ, ის ძალიან ინტენსიურად იმუშავებს ამაზე. როგორც იცით, დავაწესე 20%-იანი ტარიფი ჩინეთზე ფენტანილის შემოდინების გამო, რაც მაღალი ტარიფია. მისი დღევანდელი განცხადებების საფუძველზე, შევამცირე ტარიფები 10%-ით. იშვიათი მინერალების შესახებ ყველაფერი გადაწყდა. ეს არის სიტუაცია, რომელიც ეხება მსოფლიოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში ეწვევა ჩინეთს, ხოლო სი ძინპინი ვაშინგტონში ამ ვიზიტის შემდეგ ჩავა.
„აპრილში ჩავალ ჩინეთში და სი ძინპინი აქ ჩამოვა რაღაც დროის შემდეგ, იქნება ეს ფლორიდაში პალმ ბიჩში, თუ ვაშინგტონში“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.