მაისში, მსოფლიოში, მოქმედი ნავთობისა და გაზის საბურღი დანადგარების რაოდენობა 6–ით გაიზარდა და 1734-ს მიაღწია. – მონაცემებს ნავთობის საბადოების მომსახურების ამერიკული კომპანია Baker Hughes-ი აქვეყნებს.

აპრილში, გადახედილი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალოდ 1,728 მოქმედი დანადგარი იყო.

მაისის დონე 27%-ით დაბალია 2025 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე.

აშშ-ში, გასულ თვეში დანადგარების რაოდენობა აპრილთან შედარებით რვა ერთეულით გაიზარდა (553-მდე), ხოლო კანადაში ერთი ერთეულით (135-მდე).

ევროპაში საბურღი დანადგარების რაოდენობა ორით გაიზარდა (120-მდე), აფრიკაში ოთხით (106-მდე), ხოლო ახლო აღმოსავლეთში ოთხით (484-მდე). ამასობაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მათი რაოდენობა ექვსით (199-მდე) შემცირდა, ხოლო ლათინურ ამერიკაში შვიდით (137-მდე).

Baker Hughes–ი მოქმედი საბურღი დანადგარების შესახებ მონაცემებს 1944 წლიდან აქვეყნებს. თავდაპირველად, კომპანია ინფორმაციას მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და კანადაში აგროვებდა, მაგრამ 1975 წლიდან მსოფლიო მასშტაბით გაფართოვდა.

2025 წელს მსოფლიოში მოქმედი ნავთობისა და გაზის პლატფორმების საშუალო თვიური რაოდენობა ზედიზედ მეორე წელია შემცირდა და 1818 შეადგინა.

წყარო: interfax