2025 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები 21,4%-ით შემცირდა და დაახლოებით 7,5 ტრილიონი რუბლი შეადგინა (92,62 მილიარდი აშშ დოლარი),- ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებიდან ვიგებთ.

სამინისტრო ვარდნას ძირითადად ნავთობის საშუალო ფასის კლებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის რეალურმა შემოსავლებმა გეგმურ ბაზისურ დონეს გადააჭარბა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ არსებობს რისკი მათი შემდგომი შემცირების, თუ საერთაშორისო ბირჟაზე სიტუაცია გაუარესდება.

2025 წლის იანვარს–ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში შესულმა თანხამ  ჯამურად თითქმის 29,92 ტრილიონი რუბლი ( 369 მილიარდი აშშ დოლარი), შეადგინა რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,8%-ით მეტია.