14 ივლისს ევროპულმა კომისიამ გამოაცხადა, რომ იწყებს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ახალი სისტემის საპილოტე განხორციელებას, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებლის ასაკს გადაამოწმებს. პროექტის ეფექტურება, თავდაპირველად, საბერძნეთში, დანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში შემოწმდება.
ახალი სისტემა, ციფრული სერვისების რეგულირების (DSA) ფარგლებში, მიზნად ისახავს მავნე კონტენტზე არასრულწლოვნების წვდომის პრევენციას, ამასთან, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ისეთი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, როგორიცაა პირადი მონაცემები, კერძოდ კი, - ზუსტი ასაკი.
ამავდროულად, ევროკომისიამ წარადგინა სახელმძღვანელო მითითებები ისეთი რისკებისგან არასრულწლოვნების დასაცავად, როგორიცაა კიბერბულინგი და არასასურველი კონტაქტი. ახალი სისტემა იმ მიზნით შეიქმნა, რომ 2026 წლისთვის ის ევროპული ციფრულ პირადობის (eID) საფულეებში ინტეგრირდეს.
წყარო: 1 არხი