ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 42 დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart, საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშში აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ღირებულება საშუალოდ 1 345 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 303 დოლარი.

თეთრი კარკასის ფასებს ერთ კვადრატულ მეტრზე თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:

  • ვაკე - 2 479 დოლარი
  • საბურთალო - 1 558 დოლარი
  • კრწანისი - 1 499 დოლარი
  • დიდუბე - 1 324 დოლარი
  • ისანი - 1 287 დოლარი
  • ნაძალადევი - 1 187 დოლარი
  • სამგორი - 1 075 დოლარი
  • გლდანი - 1 046 დოლარი
  • დიდი დიღომი - 1 033 დოლარი
  • ვაშლიჯვარი - 1 024 დოლარი.