ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა - ზოგიერთ ქუჩასა და პარკში დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა.
ასევე, უამინდობის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.
გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.
ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდა.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
წყარო: ipn.ge