გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლის არხზე სამუშაოები დაასრულა.

შედეგად,  არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. ასევე, 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კულტურების წარმოებასა და მოსავლიანობის ზრდას. 

2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 34,094 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,067 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს