ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი - დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„ადგილობრივი მკვიდრის   მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგი, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების პატრულირებასთნ ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.