საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32 - კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი - კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 09:30 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.