მთავრობამ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა - ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტში არის აღნიშნული.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, თუმცა კორექტირებით მისი მაჩვენებელი 7.2%-მდე იზრდება.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა. ამასთან, 2025 წლის პირველი ათი თვის (იანვარი-ოქტომბერი) საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.