2025 წელს სამხრეთ კავკასიაში ზრდა 3%-ზე ოდნავ ზემოთ ნიშნულამდე შენელდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული.
2024 წლის 5.7%-იანი ზრდის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა წელს 3.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 3.3%-ით.
რეგიონის ეს პროგნოზი ასახავს აზერბაიჯანში ნავთობის წარმოების შემცირების ფონზე ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, სომხეთსა და საქართველოში - ზრდის ნორმალიზებას.
მსოფლიო ბანკმა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა.
მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზები ასეთია:
-
- სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა.
- აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა.
- საქართველო - 7%-ის ეკონომიკური ზრდა.
- რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა.
- თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა.
- ყაზახეთი - 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა.
- უზბეკეთი - 6.2%-ის ეკონომიკური ზრდა.
- უკრაინა - 2%-ის ეკონომიკური ზრდა.