"რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობა, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, ჰორიზონტ ევროპა, ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების, საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების, ენერგეტიკული, სოციალური და უამრავი სხვა მსგავსი პროექტის მხარდაჭერა ?ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს წვდომას თითქმის იგივე სიკეთეებზე რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ევროპელი გადასახადის გადამხდელები იღებენ," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე, სოციალურ ქსელში წერს და ცდილობს მოკლედ მიმოიხილოს  საქართველოს დანაკარგი და შესაძლებლობები ევროკავშირთან ურთიერთობის ყოფნა-არყოფნის, ანუ ეგზისტენციალურ კონტექსტში.

"მხოლოდ ხალხური გადმოცემის ფორმატში, მარტივად გასაგები ენით, იმედია არ დაიზარებთ თვალის გადავლებას: მოსახლეობა: საქართველო - 3,7 მლნ vs 450 მლნ მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP): $35.3 მილიარდი vs $ 20 ტრილიონი (ანუ ძალიან ბევრი)მშპ ერთ სულ მოსახლეზე - $ 9,500 vs $44,200უმუშევრობა: 14% vs 6%(ეს ციფრები საქართველოს შემთხვევაში სწორად არ ასახავს რეალობას, რამეთუ არაინკლუზიური და რეალურად გაუმჭვირვალე ეკონომიკა გვაქვს, თუმცა მაინც თვალსაჩინოებისათვის იყოს).

რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობა, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, ჰორიზონტ ევროპა, ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების, საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების, ენერგეტიკული, სოციალური და უამრავი სხვა მსგავსი პროექტის მხარდაჭერა ?ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს წვდომას თითქმის იგივე სიკეთეებზე რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ევროპელი გადასახადის გადამხდელები იღებენ.

ევროკავშირი პირდაპირ და ირიბად აფინანსებს(და) უამრავ მნიშვნელოვან, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში. უწევდა პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას, აღდგენდა ისტორიულ ძეგლებს და ეკლესიებს, და ა.შ.

ესაა პირდაპირი წვდომა 450 მილიონიან ბაზართან, როგორც ქვეყანაში შექმნილი დოვლათის ექსპორტისთვის, ასევე რეექსპორტის (ჰაბი რომ ვართ ყველაფრის, ხომ გახსოვთ) და უვიზო მიმოსვლის წყალობით ორმხრივი ტურიზმის სარგებელს.

განსაკუთრებით სასარგებლო ჩვენთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მაღალმხარჯველი ტურისტი.

EU-თან დაშორებით, ეკონომიკური დოვლათის დაგროვება მნიშვნელოვნად შემცრიდება, რადგან ქვეყანა უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პარტნიორს დაკარგავს.

ავტომატურად რადიკალურად შეიზღუდება წვდომა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან, როდესაც ურთულეს და კრიტიკულ შემთხვევებში, ისევ ევროპული დახმარებით უამრავი ქართველის სიცოცხლე გადარჩა.

ოდნავ რომ გავართულო - მნიშვნელოვნად ან სრულად შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და შესაბამისად ცივილური სამყაროდან.

გადაიხედება (უარესისკენ) ქვეყნის სუვერენული რეიტინგები რაც ბიუჯეტზე წნეხს გაზრდის, გაძვირებული სესხების გამო;

ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და დაფინანსება შემცირდება ან თითქმის განულდება.

გაქრება კრიტიკულად საჭირო ინსტიტუციური რეფორმების და სამართლის აღსრულების მხარდაჭერა და თეორიული შესაძლებლობები (აქაც კომპეტენტური მხარდაჭერა და ფინანსებია საჭირო, ასევე).

გაუქმდება უამრავი სოციალური პროგრამა რისი მოსარგებლე უკიდურესად მოწყვლადი მოსახლეობაა.და რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, სრულიად მარტო ვრჩებით აგრესიულ მტერთან, პირისპირ.

გთხოვთ გაიაზროთ ეს და კარგად გაიგოთ, რომ არანაირი დიფსტეტი და გლობალური ომის პარტია არ არსებობს. არც კაცების გათხოვებას და დიდ გაუკუღმართებულ სეფაქორწილების გამართვას გთხოვენ არ კასპში და არც არცერთ რეგიონში.

თქვენი უმოქმედობით, დუმილით და ხელშეწყობით, ძალაუფლების დაკარგვვის შიშით შეპყრობილ რეჟიმს კვებავთ.

ფართოდ დახუჭული თვალებით, წვრლი თუ მსხვილი ჰალეები და გრანდჰალეები ფიქრობთ რომ “ეს თქვენ არ შეგეხებათ და არ გეხებათ”, მაგრამ ამ ქვეყნის ბიუჯეტი არაა იმხელა რომ ასე "წარმატებულად" გაგრძელდეს მისი ჯიგვნა და თქვენი კმაყოფილება ძალიან მალე დასრულდება.

იმედია არ დაიზარებთ და ამ ტექსტს გაიაზრებთ, ძალიან მარტივი შეფასებადია ეს ზიანი რაც შთამომავლობებს გადაწვდება," - წერს ალავიძე.