საქართველოში იშვიათია ბიზნესი, რომელიც სამი ათწლეული ინარჩუნებს ლიდერობას - BLB კი სწორედ ეს გამონაკლისია.
საბჭოთა სისტემის ნგრევის ფონზე დაფუძნებული ფირმადღეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გავლენიანი იურიდიული კომპანიაა ქვეყანაში.
BLB-ის მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის თქმით, კომპანიის მდგრადობის საიდუმლო პროფესიული კეთილსინდისიერება, მაღალი ეთიკური სტანდარტები და ის გამოცდილებაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის პირველი საპრივატიზაციო, საინვესტიციო და ისტორიული სამართლებრივი პროცესების შექმნაში დაიგროვა.
30 წლის განმავლობაში BLB-იმ მონაწილეობა მიიღო თითქმის 3 მილიარდი დოლარის დავებში და 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციების სამართლებრივ მხარდაჭერაში, ხოლო მისი გუნდი - როგორც “სამართლის არქიტექტორები” - ქმნის პრაქტიკას, რომელიც მთელი სექტორისათვის სამაგალითოა.
•ძალიან იშვიათია საქართველოში ბიზნესი, რომელიც30 წლის ისტორიას ითვლის, რა არის ის ღირებულება და პრინციპები, რაც BLB-ის მდგრადობას და ზრდას განაპირობებს ამ 30 წლის განმავლობაში და რასაც მომავალშიც არასოდეს უღალატებს თქვენი კომპანია?
როდესაც 1995 წელს ჩვენი ფირმა დავაფუძნე პარტნიორებთან ერთად, ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გაჩნდა კერძო სექტორი, რომელიც ქაოტურად, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა საბაზრო ეკონომიკისკენ. ამ პროცესმა სრულად, თითქმის 100%-ით შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა.
BLB-ში შევიკრიბეთ იმ ახალგაზრდა იურისტების პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც უცებ ავუღეთ ალღოახალ რეალობას. ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა ჩართული იყო ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. მეც, თსუ-ის ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, წილად მხვდა უდიდესი პატივი ვყოფილიყავისაქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელ კომისიაში და ამ პროცესში მემუშავა აკადემიკოს სერგო ჯორბენაძეს ხელმძღვანელობით.
ჩვენმა გუნდმა შეძლო ძალზედ მოკლე ვადაშიდაეგროვებინა ახალი საკანონმდებლო გარემოს სრულყოფილი პროფესიული ცოდნა, რასაც წლების განმავლობაში უნაკლური გამოცდილება შეემატა. BLB-ის გუნდი მონაწილეობდა საქართველოში პირველი ისტორიული მნიშვნელობის საპრივატიზაციო და საინვეტიციო პროექტების განხორციელებაში. ჯერ კიდევ 90-იან წლებში საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან ერთად თანამშრომლობით ვახორციელებდით კომპლექსურ კომერციულ და საინვესტიციო პროექტებში კლიენტების წარმომადგენლობას. ვმუშაობდით ისეთი ტიპის დოკუმენტაციის შექმნაზე, რაც სრულიად ახალი იყო საქართველოს იურისდიქციაში.
პროფესიული კეთილსინდისიერება და ჩვენი გუნდის მრავალმხრივი გამოცდილება არის ის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, რაც ჩვენ ფირმას ყოველთვის გამოარჩევდა. კლიენტის ერთგულება, კლიენტების ინტერესების გათავისება და გულისხმიერება, ჩვენი საქმიანობის უმთავრესი პრინციპია. მაღალი ეთიკური და პოფესიული სტანდარტები და მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება ჩვენი ფირმის კულტურის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი გუნდის დინამიკურობა, ტალანტებისა და პროფესიონალების მოზიდვა და მათი შენარჩუნება არის განმსაზღვრელი ფაქტორი ფირმის განვითარებაში.
რაც უმთავრესია, ჩვენ შევძელით ჩვენი მთავარი ღირებულებების, ფასეულობებისა და პრინციპების უცვლელად ტარება ძალზედ რთულ და ტურბულენტულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გარემოში, რაც 1995 წლიდან დღემდე მრავალჯერ შეიცვალა. ბუნებრივია ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება და ჩვენი ფირმა ყოველთვის იქნება ჩვენი ღირებულებებისა და პინციპების ერთგული.
•რამდენ კომპანიას გაუწია იურიდიულიმომსახურეობა ამ 30 წლის განმავლობაში BLB დაჯამურად დაახლოებით რა თანხის დავებსმოემსახურეთ?
გამიჭირდება ჩვენი კლიენტების რაოდენობის დასახელება, 30 წლის მანძილზე ყველაზე ნაკლებად სტატისტიკის წარმოებით ვიყავით დაკავებული [იცინის].
საიუბილეო წელს გადავწყვიტეთ, რომ მიახლოებით მაინც დაგვეთვალა იმ დავებისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების ღირებულება, სადაც ჩვენი კლიენტების ინტერესებს წარმოვადგენდით. დაახლოებით 2.9 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების დავებში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, ამასთან მოვემსახურეთ 1.5მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტებს, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახორციელებდნენ საქართველოში.
•3 ყველაზე დიდი პროექტი რომლითაც BLB ბრენდიამაყობს და თვლის მის ე.წ ყველაზე დიდპროფესიულ გამარჯვებად ?
რთულია ჩვენი 30 წლიანი პრაქტიკიდან 3 დიდი პროექტის გამორჩევა, ამიტომ ვეცდები სამი პროექტის ნაცვლად სამი ჯგუფი გამოვყო.
პირველ ჯგუფს მივაკუთვნებდი მრავალ ათეულ პროექტს, სადაც BLB წარმოადგენდა საერთაშორისო ინვესტორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და იყო მათი გზამკვლევი საქართველოს რთულ და მუდმივად ცვალებად სამართლებრივ გარემოში. აღნიშნული პროექტები მოიცავს პირველ მსხვილ საპრივატიზაციო გარიგებებს, ახალი ინდუსტრიების შექმნას და განვითარებას, როგორიცაა საბანკო სექტორი,ტელეკომუნიკაციები, ინფრაქტრუქტურა, ჰოსპიტალიტი (სასტუმრო), უძრავი ქონება და განათლება. იმ მრავალ ათეულ პროექტმა რომლებშიც BLB ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს წარმოადგენდა, პოზიტიურად შეცვალა საქართველოს ეკონომიკის ლანდშაფტი და,ბუნებრივია, ჩვენ ამით ვამაყობთ.
მეორე ჯგუფს მივაკუთვნებდი BLB-ის სასამართლო პრაქტიკას და ამ პროცესში მაღალი ეთიკური და პროფესიონალური სტანდარტების დამკვიდრებას. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთულ ეტაპს გადის ქართული მართლმსაჯულების სისტემა 1995 წლიდან და განვითარების ყოველ ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევებითა და ხარვეზებით ხასიათდებოდა. კლიენტის ინტერესების გათავისება, მიუკერძოებლობა, კორუფციასთან შეუთავსებლობა, შეუპოვრობა, კრეატიულობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები - ეს არის ის პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც ვემსახურებით BLB--ის კლიენტებს ქართული მართლმსაჯულების გამოწვევებით სავსე სისტემაში.
მესამე ჯგუფს მივაკუთვნებდი, მრავალ პრო ბონო პროექტს, სადაც BLB-იმ უსასყიდლო სამართლებრივი დახმარება გაუწია კლიენტებს. ამგვარ პოექტებში ბოლო დროის გამორჩეული მაგალითია ჩვენი ფირმის უფროსიპარტნიორის, მაია მწარიაშვილის მიერ მზია ამაღლობელის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. 30 წლის განმავლობაში ჩვენ მრავალ კლიენტს გაუწიეთ პრო ბონო სამართლებრივი დახმარება, რითაც ძალიან ვამაყობთ.
•BLB ბრენდი პოზიციონირებს როგორც “სამართლისარქიტექტორად” (Architecture of Law) - რას ნიშნავს ეს,ერთი მხრივ, პროფესიულ ენაზე და მეორე მხრივ,თქვენი არსებული და პოტენციური ბიზნესპარტნიორების, დამკვეთებისთვის?
არქიტექტურა ხელოვნების ნაწილია. ის გულისხმობს სხვადასხვა ელემენტების, კომპონენტების გამოყენებით, ახლის შექმნას. ეს არის რთული ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პროცესი, სადაც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, გარემოს, ლანდშაფტს, ესთეტიკას, ეფექტურობას და ა.შ. ამასთან, ის რაც იქმნება, რჩება და მას პრატქიკული გამოყენება აქვს.
ქაღალდზე დაწერილი სამართლის ნორმების პრაქტიკაში გამოყენება, მათი კლიენტის ინტერესებზე მორგება -მისადაგება ამ პროცესს ძალზედ ჰგავს და იგი ძალზედ დიდ შემოქმედობითობას მოითხოვს. ამასთან დამკვიდრებული სამართლის პრაქტიკა შესაძლოა სხვებისთვის იყოს გზამკვლევი ანალოგიურ ვითარებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროფესიონალი იურისტი სწორედ ამგვარი შემოქმედებითი მიდგომით უნდა ახორციელებდეს სამართლის ნორმის პრაქტიკაში გამოყენებასა და მის მისადაგებას კლიენტის ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ სამართლის არქიტექტურა, ზუსტად გამოხატავს ამ კუთხით ჩვენს მსოფლმხედველობას და ასეთი პოზიციონირება მკვეთრად გამოარჩევს BLB ის კონკურტენტებისგან.
•BLB წლებია მიიჩნევა ერთ-ერთ მოწინავე იურიდიულფირმად საქართველოში. რა ძირითადმომსახურეობას სთავაზობთ ახლა და რა სიახლესშესთავაზებთ მომავალში?
ჩვენმა ფირმა მისი არსებობის საწყის ეტაპზე პოზიციონირებდა, როგორც ბიზნესის სფეროში მოღვაწე ე.წ. ბუტიკის ტიპის იურიდიული ფირმა, რომელიც მხოლოდ მსხვილ ბიზნესს ემსახურებოდა და ბაზარზეც სწორედ ეს ნიშა ეკავა. თუმცა, წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება გადავწყვიტეთ უფრო დიდი შემადგენლობის გუნდისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი სერვისების არეალი გაგვეფართოებინა და მომსახურება შეგვეთავაზებინა უფრო ფართო სპექტრის კლიენტებისათვის. დღეის მდგომარეობით, BLB-ში ხელმისაწვდომია იურიდიული მომსახურება სამართლის ყველა დარგში, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, აგრეთვე სისხლის სამართალშიც. დღეს ჩვენი სერვისები ფარავს პრაქტიკულად სრულ სპექტრს იურიდიულ კონსალტინგში და პროექტების ზედამხედველობა/მართვაში
სისხლის სამართლის მიმართულება ჩვენ შევქმენით 3 წლის წინ და BLB-ში ამ მიმართულებას უმაღლესი დონის პროფესიონალები მაია მწარიაშვილი და გიორგი მოსაშვილი ხელმძღვანელობენ.
ჩვენი სერვისების გაფართოების პარალელურად, ჩვენ არ ვცვლით მომსახურების მიწოდების სტანდარტს და უზრუნველვყოფთ, რომ თითოეულ საქმეში პრობლემურისაკითხის ღრმა ანალიზს და დეტალური სამოქმედოგეგმის შემუშავების პროცესს უძღვებიან ფირმის პარტნიორები.
•ნონა გაფრინდაშვილის კინო და მედიაინდუსტრიისსაერთაშორისო გიგანტ “ნეტფლიქსთან “ დავისქეისი გამორჩეულია BLB უახლესი ქეისებიდან - რაგასწავლათ ამ საქმემ თქვენ, როგორც კომპანიას, ნონა გაფრინდაშვილს როგორც პიროვნებას დასაქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაცშეძლებია გამარჯვება ასეთ გიგანტთან?
ამ ქეისმა, მართლაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და ვამაყობთ, რომ წარმატებულად წარმოვადგინეთ ცოცხალი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი. პროფესიული კუთხით ამ ქეისმა გვაჩვენა, რომ როცა საქმე ეხება კლიენტის ინტერესების წარმოდგენას, აქ ბარიერი არ შეიძლება იყოს არც ქვეყნის საზღვრები და არც მოწინააღმდეგე მხარის ზომა-წონა და ძალაუფლება. პროფესიონალიზმით, სწორი სტრატეგიითადა ტაქტიკით, შეუპოვრობით ყოველთვის შეიძლება გამარჯვების გრძნობა გაიზიარო კლიენტთან ერთად.ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად. “ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ” დაგვარწმუნა, რომ ჩვენს კომპანიას ნებისმიერი კალიბრის საქმის წარმოება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში -პროფესიონალიზმისთვის გეოგრაფია ბარიერი არ არის.
•BLB შემადგენლობა, ვინ არიან ის პროფესიონალები,ვისზეც BLB დგას და განაგრძობს წინსვლას?
ამჟამად ჩვენი ფირმის პარტნიორები არიან დავით ხაინდრავა, რომელიც ჩემთან ერთად, პირველი დღიდან,უკვე 30 წელია BLB-ის უცვლელი წევრია და მისი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედია. მაია მწარიაშვილი, რომელიც დაახლოებით 20 წელია ჩვენი გუნდის წევრია და მისმა შემოერთებამ, BLB წარმატებისა და განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა. განსაკუთრებული აღნივშვნის ღირსია ფირმის ახალგაზრდა პარტნიორი ანა რეხვიაშვილი, რომელიც ახალი თაობის ტალანტ იურისტთა გუნდს მიეკუთვნება და ჩვენი ფირმის განვითარების მესამე დეკადაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. გიორგი (გოგი) მოსაშვილი 18 წლიანი საპროკურორო მოღვაწეობის შემდეგ, მის ცოდნასა და გამოცდილებას სისხლისსამართლის მიმართულებით ჩვენი ფირმის კლიენტების სასარგებლოდ წარმატებით იყენებს. აქვე უნდა აღვნიშნო იურიდიული პროფესიის ახალი ტალანტები, რომლებიც ჩვენდა საბედნიეროდ უკვე მრავალი წელია, ჩვენი ფირმის შეუცვლელი წევრები არიან: მარიამ ვაშაკიძე, ნიკო დათეშიძე, თენგო მღებრიშვილი და გიორგი ჩაგელიშვილი.
30 წლიანი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მრავალმა ჩვენმა მეგობარმა და კოლეგამ მიიღო მონაწილეობა ფირმის განვითარებაში. მათი გვარების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს და ეს შესაძლოა მომავალში ცალკე ინტერვიუს თემა იყოს.
•BLB ბევრი დამწყები, ახალგაზრდა პროფესიონალიიურისტისთვის გახდა ტრამპლინი საიდანაც მათიწარმატება დაიწყო, მოგვიყევით, რას სთავაზობს BLB მომავალ თაობის იურისტებს?
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ ახალი თაობის ტალანტები და პროფესიონალები. ჩვენი ფირმის გამორჩეული ნიშანი არის ის, რომ ჩვენთან იშვიათია კადრების როტაცია და გადინება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საუკეთესო სამუშაო პირობები შევუქმნათ ჩვენი გუნდის ახალ წევრებს და შევინარჩუნოთ ისინი. ჩვენ ფირმაში ახალგაზრდა კოლეგებს აქვს საუცხოო სამუშაო გარემო და შესაძლებლობა გვერდიგვერდ იმუშაონ 30 წლიანი გამოცდილების მქონე კოლეგებთან. ასევე ჩვენც ძალზედ ბევრს ვსწავლობთ ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა კოლეგებისგან და ეს ერთობლივად შესანიშნავ გუნდურ ენერგიას წარმოშობს, რასაც ყოველთვის მივმართავთ ჩვენი კლიენტების ინტერესების სასარგებლოდ.
ჩვენ დავნერგეთ სტაჟირების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ვიცნობთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და მათ შესაძლებლობას ვაძლევთ განავითარონ პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ისინი ჩვენი მომავალი კოლეგები და პარტნიორრები არიან - ასეთია ჩვენი ხედვა.
•თქვენ იშვიათი იურიდიული კომპანია ხართ, ვინცაირჩია ბრენდინგის სტრატეგია და BLB აქციაბრენდად, რომლის დევიზია “გამარჯვებულიფოკუსირდება გამარჯვებაზე” განგვიმარტეთ რაფილოსოფია დგას ბრენდის ამ დევიზში ?
ეს ბრენდ მოტო “გამარჯვებული ფოკუსირდება გამარჯვებაზე” არ ყოფილა “საიდანრაც მოტანილი”, ის ეფუძნება ჩვენს მსოფლმხედველობას, რაც აგერ უკვე 30 წელია ჩვენი DNA-ის ნაწილია. ჩვენი მთავარი ძალისხმევა ყოველთვის მიმართულია იმისათვის, რომ დადგეს ჩვენი კლიენტისთვის ყველაზე სასურველი შედეგი, ეს იქნება სასამართლო დავა, ბიზნეს მოლაპარაკება, გარიგების დადება, სადავო მდგომარეობის გადაწყვეტა, თუ სასარგებლო რჩევის მიცემა. ჩვენთვის გამარჯვებაა ის, როდესაც ჩვენი ძალისხმევით შედეგად დგება ჩვენი კლიენტისთვის სასურველი შედეგი. სწორედ ამიტომაც ჩვენ ფოკუსირებული ვართ გამარჯვებაზე- ე.ი კლიენტისთვის სასურველი შედეგის დადგომაზე.
•სად იქნება და როგორი იქნება BLB მომავალი 10 წლის შემდეგ, როდესაც ისევ დაგიკავშირდებითინტერვიუზე?
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ BLB-ის გაფართოება და მოწინავე პოზიციები ბაზარზე. იმედი გვაქვს, საქართველოს ეკონომიკაც ხელს შეგვიწყობს ამაში და 10 წლის შემდეგ უკვე გაზრდილ იურიდიულ ბაზარზე დავსახელდებით ერთ-ერთ ლიდერ იურიდიულ ფირმად და ჩვენს კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა გვექნება ვიმუშაოთ მართლმსაჯულების ჯანსაღი სისტემის მქონე, დასავლური ღირებულებების სახელმწიფოში.. და რა თქმა უნდა ეს იქნება თანამედროვე, იმ დროისთვის აქტუალური ტექნოლოგიური პროგრესის ინსტრუმენტებით აღჭურვილი და დიდი გამარჯვებებისთვის მებრძოლი წარმატებული, საინტერესო კომპანია