Eagle Hills Georgia -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე სააგენტოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი არიან.
სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, რომელიც დღეს განახლდა, სამეთვალყურეო საბჭო წევრის სრული შემადგენლობა ასეთია:
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
თორნიკე ზირაქიშვილი - სააგენტოს „აწარმოე სააგენტოში“ დირექტორის მოადგილე
მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი - Eagle Hills-ის დამფუძნებელი
რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი
ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი (კომპანიის დირექტორი).
ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.