„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას REA Investment-ის დამფუძნებელმა ირმა მახარაძემ განაცხადა, რომ ბათუმში ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავ ქონებაზე.
მისი თქმით, აღნიშნულს ხელი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შედარებით დასტაბილურებამ შეუწყო. ირმა მახარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ძირითადი მოთხოვნა ბათუმის უძრავ ქონებაზე უცხოელების მხრიდანაა.
„ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. გარკვეული მოვლენებიდან გამომდინარე წლის პირველ კვარტალში მოთხოვნა საკმაოდ შემცირებული იყო, თუმცა ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვხედავთ ბაზრის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმან, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები შედარებით დასტაბილურდა და სხვა ფაზაში გადავიდა.
ძირითადად უძრავი ქონების გაყიდვაზე იკვეთება უცხოელების ინტერესი, მათ შორის, გალფის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და მთავარი ასევე არის არაბული ქვეყნების წილი“, - განაცხადა ირმა მახარაძემ.