გერმანული პრემიუმ ავტომობილების ბრენდი Audi ქართულ ბაზარზე ყველაზე ძლიერი და ინოვაციური ელექტრო სპორტული სედანის- RS e-tron GT Performance-ის გაყიდვას ოფიციალურად იწყებს.

RS e-tron GT Performance უმაღლეს შესრულებას, დახვეწილ დიზაინსა და უახლეს ელექტროტექნოლოგიებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის სრულად ახალ, პრემიუმ სტანდარტს ქმნის ელექტრომობილების კატეგორიაში.

RS e-tron GT Performance არ არის მხოლოდ ელექტრომობილი- ეს გერმანული ბრენდის განაცხადია, რომელიც მომავლის სპორტული ავტომობილებს შორის გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

მოდელის ნულოვანი გამონაბოლქვი, ზუსტად მორგებული შასი და დაბალი აეროდინამიკური პროფილი ძლიერ, ენერგიულ დიზაინშია გაერთიანებული

სალონი კი პრემიუმ მასალებითაა დამზადებული და მძღოლზე მორგებული არქიტექტურით მეტ კომფორტს ქმნის.

ლიმიტირებული სერია და ექსკლუზიურობის განცდა RS e-tron GT Performance-ის განსაკუთრებულობის კიდევ ერთი შტრიხია.

RS e-tron GT Performance  აღჭურვილია მძლავრი ელექტრო გადაცემათა სისტემით, რომელიც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.5 წამს ანდომებს.

Launch Control-ის რეჟიმში ავტომობილის სიმძლავრე 925 ცხენის ძალას აღწევს. მაღალი ტევადობის ბატარეა, სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა და მოწინავე მართვის სისტემები მოდელის ტექნოლოგიური უპირატესობის გარანტიაა.

RS e-tron GT Performance  მოლოდინებზე მეტია, ესაა სტილი, გემოვნება და განსაკუთრებული სერვისი Audi-ის ბრენდისგან.