ზვიად ხორგუაშვილი : შეუძლებელია მომზადებულები დავხვდეთ რუბლის გაუფასურებას, რადგან ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ პოლიტიკას

ზვიად ხორგუაშვილი : შეუძლებელია მომზადებულები დავხვდეთ რუბლის გაუფასურებას, რადგან ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ პოლიტიკას

access_time2019-08-15 11:00:06

„ჩვენნაირ ქვეყანაზე,  რომელიც დამოკიდებული ვართ არა მარტო რუსეთზე, არამედ სხვა ქვეყნებზე. რუსეთს რომ პრობლემები შეექმნას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ  ჩვენს ვალუტაზე უარყოფითად აისახება. რუსეთის ეკონომიკური ზრდა ისედაც დაბალი იყო  და ეს მათ ვალუტაზე აისახა, ეს კი  პირდაპირ არის ჩვენს ეკონომიკაზეც ასახული, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი თანხა, გადმორიცხვების სახით, შემოდის რუსეთდან.  სხვა ქვეყნებიდან გზავნილები ერთად რომ ავიღოთ, მაინც ვერ უტოლდება რუსეთიდან ფულად გზავნილების რიცხვს.  ამიტომ,  თუ გაუფასურდება რუბლი  ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მანამდეც მომხდარა  (2009 , 2010, 2011 წლებში) კატასტროფები რუსულ ეკონომიკაში, მაშინ ჩვენ ამ ყველაფერს მზად შევხვდით და კურსზე გავლენა იყო მინიმალური იმის მიუხედავად, რომ გარკვეული პერიოდი გზავნილებმაც იკლო. საქართველოში უნდა გვქონდეს მეტი დოლარის შემოდინების ტენდენცია  სხვა ქვეყნებიდან და რუსეთი უნდა დააბალანსონ ამ გზით.  ამისთვის საჭიროა მასშტაბური ეკონომიკური ცვლილებები, ეკონომიკური თავისუფლებისკენ უნდა ავიღოთ გეზი და არა პირიქით, შეზღუდვებისკენ.  დღესდღეობით შეუძლებელია ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები რუბლის მოსალოდნელ გაუფასურებას იმიტომ,  რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საგარეო პოლიტიკის ყველა გამოწვევას თავს გაართმევდა და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ,“ - ასე აფასებს ეკონომიკური ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი რუბლის მოსალოდნელი გაუფასურების გავლენას ქართულ ლარსა და ეკონომიკაზე.


მსოფლიო და თავად რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ომების და რუსეთის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, შემოდგომაზე რუბლის მკვეთრი გაუფასურებაა მოსალოდნელი. 


მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში სკრიპალების საქმის გამო რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყეს, რუსულმა რუბლმა გაუფასურება დაიწყო - დოლართან მიმართებაში რუბლის კურსი შეადგენს 65, ევროსთან - 72-ს, ინვესტორებმა კი რუსული სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა დაიწყეს.



ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფითად აისახება რუსეთის ექსპორტზე და, შესაბამისად, რუსულ რუბლზე, რამაც თავისთავად ქართული ეროვნული ვალუტის მერყეობა კიდევ უფრო შეიძლება დაამძიმოს. თუმცა ეკონომისტის აზრით, მიმდინარე სავაჭრო ომი  ნაკლებსავარაუდოა რუსული ეკონომიკისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.  რუბლის გაუფასურება ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ არასტაბილურობას შეუძლია, ხოლო რაც შეეხება ნედლეულის ექსპორტს, რაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის,  აშშ-სთან სავაჭრო ომის პირობებში ჩინეთისთვის რუსული ბაზარი  უფრო საინტერესო და საჭირო ხდება.



„იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ომი აზარალებს ეკონომიკას,  ამერიკაც და ჩინეთიც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებიან. ჩინეთი რუსეთთან უფრო გაზრდის ვაჭრობას.  არასწორია იმის თქმა, რომ შეიძლება რუბლი გაუფასურდეს იმის გამო რომ აშშ-ჩინეთი სავაჭრო ომის სტადიაში არიან. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმაც, რომ მერე ჩვენზე აისახება რუბლის გაუფასურება. რუსული რუბლი თუ გაუფასურდება, ეს სხვა რამეების გამო მოხდება.



ჩინეთი და ამერიკა ერთმანეთთან ომში დიდი ხნია იმყოფებიან,  ამერიკამ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა ამ პერიოდში, მაგრამ  თუ ამის გამო რუსეთის ექსპორტი დაეცემა, რა თქმა უნდა ამან გავლენა შეიძლება მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე. მაგრამ კიდევ სხვა ბევრი ფაქტორია,  რუსეთს ბევრად უფრო უნდა ეშინოდეს პოლიტიკური არასტაბილურობის,  ვიდრე აშშ-ჩინეთის ომის. რეალურად რუსეთი ჩინეთში ბევრ რამეს გაიტანს და ჩინეთიც შემოიტანს,  ვინაიდან ჩინეთს გასაღების ბაზრები უმცირდება, როცა ამერიკას ეხება საქმე.“ ამბობს ხორგუაშვილი.



Bloomberg-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომი იწვევს პირველ რიგში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შემცირებას, ამერიკული ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში ჩინეთის მრეწველობაც შემცირდება, შესაბამისად, მას არ დასჭირდება იმდენი ნავთობი, გაზი, ნახშირი, რკინა, ალუმინი და ა.შ. რამდენიც სჭირდებოდა აქამდე. თავისთავად, ეს პირდაპირ ურტყამს ნედლეულის ექსპორტზე გათვლილ რუსეთის ეკონომიკას.



ამას ემატება სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უკრძალავს ამერიკელ ინვესტორებს რუსული სახაზინო ქაღალდების შეძენას, განსაკუთრებით, თუ ისინი დენომინირებულია არა რუბლებში, არამედ უცხოურ ვალუტაში, მაგალითად, დოლარებში. ეს კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის წვდომას დასავლურ ფონდებთან, რომლებიც საჭიროა რუსეთის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებისთვის - მიიჩნევს საერთაშორისო სააგენტო Moody's Investors Service.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა რუსეთის ეკონომიკის ზრდა და დაითვალა, რომ სანქციების გამო რუსეთი ყოველწლიურად კარგავს ზრდის 0,2%-ს. 



 

მარიამ მორგოშია




„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up