ლონდონის ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა  - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის პირველი შედეგები

ლონდონის ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის პირველი შედეგები

access_time2019-07-25 10:00:17


გუშინ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC BANK GROUP-ის აქციები თითქმის 12 %-ით გაუფასურდა და  თიბისი ბანკის აქციების ფასი  £13.08 ფუნტს შეადგენდა. შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია £96 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა. 


გარდა თიბისისა გუშინვე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე შემცირდა BGEO-ს აქციების ღირებულება. კლება 2.76%-ს შეადგენდა. გუშინ საღამოს საქართველოს ბანკის ერთი აქცია £15.16 ფუნტად ივაჭრებოდა.


0.2%-იანი კლება განიცადა საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციებმაც, ერთი აქციის ღირებულება £10.08-ს გახდა. საქართველს ჯანდაცვის ჯგუფის GHG-ის აქციების ღირებულება კი 2.35%-ით შემცირდა. კომპანიის ერთი აქცია £2.25 გირვანქა სტერლინგი ღირს.


ეს ყველაფერი პარალელურად, დაიწყო მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა. 


ამ  ფონზე გვიან გუშინვე, გვიან ღამით, მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობიდან მისი და  ბადრი ჯაფარიძის წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:


„როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა თიბისი ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 %-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში.


შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. 
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის.



თუმცა იქედან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, ვიდრე არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი.


ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის, დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!!!“, - წერს facebook- ში  მამუკა ხაზარაძე.


 ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი  კი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ  ხაზარაძე-ჯაფარიძის და, ზოგადად, თიბისის ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ჯაჭვურად, უარყოფით  გავლენას მოახდენს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.


„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი. ეს კონკრეტული ნაბიჯები კიდევ უფრო დააზარალებს ამ სექტორს და კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე დააყენებს მთლიანად ქვეყანას. ნებისმიერი ასეთი ტიპის შეტევა საფინანსო სექტორზე, რა თქმა უნდა, კარგად ვერ სრულდება. პირველ რიგში, მომხმარებლები ზარალდებიან. თიბისი ბანკი საკმაოდ გამართული ფინანსური ინსტიტუტია, თუმცა, მათი აქციების ფასის შემცირება ნიშნავს მათთვის ხარჯების ზრდას, ფასების ზრდას და მომსახურების გაუარესებას. ეს გამოიხატება პროცენტის ზრდაში, სერვისის მიწოდების ხარისხის მიწოდებაში და ასე შემდეგ. ეს კი ჯაჭვურად გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე“- აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.  



როგორც ხორგუაშვილი განმარტავს, ფინანსური ინსტიტუტის იმიჯის განმსაზღვრელია ის, თუ რამდენად სტაბილურად იზრდება კომპანია. ამაზე კი მიუთითებს გარკვეული ფინანსური ინდიკატორები. მათ შორის, რამდენად სწრაფად იზრდება აქტივები, აქტივებზე უკუგება, რამდენად სტაბილურად იზრდება და არ ხასიათდდება ვოლატილობით (აქტივის ფასის ცვლილება დროის გარკვეულ მონაკვეთში, ანუ დიაპაზონის სიდიდე/მანძილი, რომელშიც მოძრაობს/ირხევა ფასი).შესაბამისად, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემა სტაბილურ განვითარებას აზარალებს.



„რაც უფრო ნაკლებია სტაბილური განვითარება, მით ნაკლებია ფინანსური იმიჯი.შესაბამისად, ნებისმიერი ისეთი ჩარევა, რომელიც კომპანიის აქტივებს ბაზარზე ვოლატილობას უზრდის, არასტაბილურია. იმიჯიც ეს არის. მე თუ ვარ ინვესტორი, რა თქმა უნდა, ნაკლებად მიმიზიდავს ის კომპანია, რომელსაც სტაბილური განვითარება უფერხდება. მით უმეტეს თუ პოლიტიკური ნიშნით დევნიან ვინმეს, ჩემთვის როგორც ინვესტორისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ასეთ კომპანიაში ფულის ჩადება. ბირჟა ისეთი რამეა, რომ ერთის მხრივ ბევრი მატერიალური მიზეზი შეიძლება იწვევდეს აქციებზე ფასის ვარდნის ან მატებას და მეორე, მნიშვნელოვანია მოლოდინები. ლონდონის ბირჟაზე „თიბისის“ აქციების ფასის ვარდნის მიზეზიც ეს შეიძლება იყოს, “-აცხადებს ხორგუაშვილი.



ეკონომიკის ექსპერტი სხვა სპეციალისტებთან ერთად დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მთლიანად პოლიტიკურია და მთავრობის პოლიტიკურ ინტერესში შედის.



„ასეთი საქმის გამოძიებას რამდენიმე მიზეზი აქვს - ერთის მხრივ, დიდი ხანია ხელისუფლება ანაკლიის პორტს ებრძვის და მეორეს მხრივ, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გამოთქმული პოლიტიკური ამბიციები. მთავრობა უნდა მოეშვას შერჩევით სამართალს და პოლიტიკურ დევნას ყველასი, ვინც მათ აზრს არ იზიარებს.“ 


სოფო ქსოვრელი 




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up