ზვიად შალამბერიძე - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იმერეთში ვიზიტორების რაოდენობა იმატებს

ზვიად შალამბერიძე - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იმერეთში ვიზიტორების რაოდენობა იმატებს

access_time2020-06-22 21:50:19

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთმა ვიზიტორების მიღება დაიწყო.როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა.


„ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი, იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია დაახლოებით 1500-დან 2000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს, გუშინდელი დღის მონაცემებით იყო 100-130 სტუმარი, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც , ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახალი ლოკაცია - ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


მისივე თქმით, სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.



„ყველა სასტუმრო მას შემდეგ იხსნება, რაც გაივლის შემოწმებას და მიიღებს ფუნქციონირების ნებართვას, ასევეა რესტორნების შემთხვევაშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა რესტორანი, კაფე და სხვადასხვა ლოკაცია გახსნილია იმერეთში.


სასტუმროებს და რესტორნებს თავისი მარკეტინგული ხედვა აქვთ და ფასთა პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავენ, შესაბამისად, ზოგიერთი აკლებს ფასებს იმისთვის, რომ მეტი სტუმარი მიიზიდოს. რაც შეეხება ისეთ ლოკაციებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, ჯერჯერობით ჩვენ ფასდაკლება არ გვაქვს, იგივე ფასებია, რომელიც აქამდეც მისაღები იყო ჩემი აზრით, ქართველი ტურისტებისთვის, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


bpn.ge


თეგები:
იმერეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up