ზვიად კორძაძე - პროკურატურის აბსურდის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ  განიზრახეს საკუთარ  ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა

ზვიად კორძაძე - პროკურატურის აბსურდის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა

access_time2019-08-22 19:56:52

პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა, სადაც თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.


ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.



„ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა: ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება პროკურატურას, ეს გუშინწინ გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას. მეორე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და მესამე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებსა და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს. პროკურატურამ ამ ბრალით დაამთავრა თავისი საქმე. მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არიან ანაკლიის პორტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია ეს არის მიზანი, რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით,“ - განაცხადა ზვიად კორძაძემ.






ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...


მსგავსი სიახლეები

up