ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

access_time2019-08-21 15:00:48

„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღდათ. მხარე უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება

 

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.

 

„პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ქონების დაყადაღების მოთხოვნით, ხოლო სასამართლომ განჩინება გამოიტანა, სადაც  საერთოდ არაფერი წერია არგუმენტების სახით, თუ რატომ აკმაყოფილებს სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას. წერია მხოლოდ ზოგადი ფრაზა, რომ სრულად აკმაყოფილებს ეს შუამდგომლობის სტანდარტს.  ჩვენ გვაქვს გასაჩივრების ვადა 48 საათი, ვაპირებთ  მოვითხოვოთ განჩინების გაუქმება,  ამბობს ზვიად კორძაძე.  




როგორც ადგოკატი განმარტავს, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მისი თქმით,  პროკურატურამ განმარტა, რომ არც ეყოლება არასდროს, რადგან  საქმეს, რომელსაც პრედიკატად იყენებენ (ანუ ისინი ამბობენ რომ ჯერ თაღლითობაა ჩადენეილი და მერე გაკეთდა ფულიო) თაღლითობის საქმესთან მიმართებაში ხანდაზმულია.   ამიტომ კიდევ უფრო უცნაურია პროკურატურის ეს ნაბიჯი და სასამართლოს გადაწყვეტილება.


“ეს თანხა არავის სასარგებლოდ არ დაყადაღდა, განაჩენის გამოტანამდე თანხა უნდა იყოს გაყინულ მდგომარეობაში და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ დაყადაღდა.


ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ განჩინება კანონიერია. პროცედურულად შეეძლო  მიემართა პროკურატურას სასამართლოსთვის, ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისი არგუმენტები უნდა არსებობდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, თუ რატომ გახდა ეს საჭირო ახლა, გამოძიების ამ ეტაპზე და რატომ, არ გამოიყენა გამოძიებამ იგივე მექანიზმი მას შემდეგ რაც ბრალდებულად იქნა ცნობილი ხაზარაძე და ჯაფარიძე, აცხადებს ადვოკატი.



“კომერსანტის“ კითხვაზე უკავშირდება თუ არა თანხის დაყადაღება პოლიტიკურ პროცესებს და იმას, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა, ზვიად კორძაძის პასუხი ასეთია:  მამუკას ხაზარაძეს მიაჩნია, რომ მთელი ეს პროცესები უკავშირდება მის გააქტიურებას საზოგადოებრივ ასპარეზზე და საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას.  


მარიამ მორგოშია





forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up