ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

access_time2017-12-18 16:00:06

როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ


დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის პატივსაცემად…


კომპოზიციური მასალების სპეციალისტი – დემურ კეზუა წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა.


„ეს იდეა ზვიად ციკოლიას დაახლოებით ათი წლის წინ გაუჩნდა. მეგობრები ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და მოაფიქრდათ თვითმფრინავი შეექმნათ… ზვიადმა მეორე დღესვე დაიწყო იდეის განხორციელება. ჯერ ინფორმაციის მოპოვება დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ლითონის თვითმფრინავი ძალიან მძიმე იქნებოდა და შემდეგ კომპოზიციური მასალით შექმნა გადაწყვიტეს… მე ამ პროექტში დაახლოებით ორი წლის წინ ჩავერთე. ზვიადს რომ შევხვდი, იმ პერიოდში შეჩერებული იყო პროექტი მასალების და ტექნოლოგიების არქონის გამო. ისევ დავიწყეთ მუშაობა, გავაცოცხლეთ იდეა და ორი წლის განმავლობაში იმდენი მოვახერხეთ, რომ იანვარში უკვე ავფრინდებით!


– როგორი თვითმფრინავი იქნება?


– ვერ ვიტყვით, რომ სხვებისგან განსხვავებული და რაღაც სასწაული იქნება… პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი იქნება. მსუბუქი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კომპოზიციური მასალებით დამზადებული. თვითმფრინავი არ იჟანგება და კოროზიას არ განცდის… იმ ტექნოლოგიებს, რასაც 21-ე საუკუნე მოთხოვს, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. დიზაინი აბსოლუტურად განსხვავებულია, ზვიად ციკოლიას ძალზედ საინტერესო დიზაინია. მეორეს ზუსტად ასეთს ვერსად ნახავთ… ჯერ თვითმფრინავი დასრულებული არ არის და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე გამოთქვეს დაინტერესება ინვესტორებმა…



– ჩვენი ქვეყნიდან რამდენად იყო მხარდაჭერა?


– სახელმწიფო გვერდით დაგვიდგა იმ მხრივ, რომ სამუშაოდ ტერიტორია გამოგვიყვეს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მისი ინიციატივით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფართი მოგვცეს… ქარხანაში მომსახურების მხრივაც გვეხმარებიან, რადგან იქ ბევრი ჩვენი მეგობარია. რაც შეეხება მასალებს და სხვადასხვა ხარჯებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ბანკი დაგვეხმარა. თვითმფრინავს კომპოზიციური მასალებით ვქმნით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არის დამყარებული და ეს ქარხანა არ არის ამ მხრივ აღჭურვილი.


მოგეხსენებათ ბოლო თვითმფრინავი ქარხანაში 1987 წელს გამოუშვეს. 30 წლის შემდეგ თვითმფრინავისთვის მასალები მოძველებულია და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც ამ წუთში ვაკეთებთ… ამიტომაც მასალების ჩამოტანა უცხოეთიდან გვიწევს. საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის მზადყოფნა ასეთი რამეებისთვის. არ არის მომართული ამდენად დიდი წარმოებისთვის. აბსოლუტურად დაულაგებელია მასალების ლოჯისტიკა. კოლოსალური თანხები გვიჯდება იმ მასალების მოპოვება, რომელიც უცხოეთში ადვილად ხელმისაწვდომია. ძალიან დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიხდა, რომლის მსგავსიც საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებს არ გააჩნიათ. ინფრასტრუქტურაც მოუწყობელია და ვერ ვხედავ ამ წუთში ქვეყანაში პერსპექტივას, თანამედროვე თვითმფრინავების წარმოება რომ დაიწყოს…


ქართველიშვილმა ამერიკაში შექმნა თვითმფრინავი, თორემ იმ დროში რომ საქართველოში მსგავსი რამ ეცადა, ან დახვრეტდნენ, ან ვერაფერსაც ვერ შექმნიდა. საბჭოთა კავშირი იყო და წარმოუდგენლად დიდი ინტრიგები ამ სფეროში. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინდუსტრია განვითარებულია, თუ რამე კარგს ქმნი, დიდი ხელშეწყობაა და ყველაფერი გეყიდება. აქ კი ისეთი წინააღმდეგობების გადალახვა გიწევს, რომელიც საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს მწარმოებელს… მაგალითად, მე როგორც მწარმოებელს ოდნავაც არ მაინტერესებს პოლიტიკა…



ამ თვითმფრინავის შექმნაზე ვინც კი მუშაობს, ზვიად ციკოლიას თაოსნობით, ყველა პატრიოტები არიან. აბსოლუტურად უანგაროდ, მხოლოდ ენთუზიაზმზე დამყარებულია ყველაფერი. ძალიან დიდი ადამიანური ენერგიაა აქ დახარჯული. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან კარგად დაგვირგვინდეს!


ჩვენი გათვლებით ჯობია ჯერ უცხოეთში წავიდეთ, წარმოება გავაკეთოთ, გამოცდილება შევიძინოთ, ფული დავაგროვოთ და შემდეგ ჩამოვიდეთ. აქ კი ჩვენი ხარჯებით და ძალებით გავაკეთებთ რამეს… დაინტერესება არის ემირატებიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან…







ambebi.ge





ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი

ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი
access_time2021-06-19 17:55:10
საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება – აბუ – დაბი ემატება. არაბთაგაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდანზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებსაბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი
access_time2021-06-19 16:00:40
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მცირე ქართული საწარმოა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან 5 სახეობის თხილის პასტას აწარმოებს. არაქისის, თხილის, ნუშის, პეკანის ნიგვზისა და გოგრის თესლისგან დამზადებული პასტების ონლაინ-გაყიდვები გასულ წელს, დაახლოებით, 800% -მდე გაიზარდა. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. კომპანიის მთავარი სარეალიზაციო ხაზი სწორედ ინტერნეტ-არხებია.   პასტების დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ: არაქისი და ნუში კახეთიდანაა, თხილი -...

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა
access_time2021-06-19 15:00:49
“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე...


მსგავსი სიახლეები

up