ზვიად ციკოლია: „ძალიან მინდა საქართველოში გემთმშენებლობის სასწავლო სკოლა გავხსნათ“

ზვიად ციკოლია: „ძალიან მინდა საქართველოში გემთმშენებლობის სასწავლო სკოლა გავხსნათ“

access_time2019-04-17 14:30:29

ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია „კომერსანტთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში გემთმშენებლობის სასწავლო სკოლის გახსნაზე საუბრობს. მისი თქმით, ამის შესახებ თავის დროზე იგი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესაც ესაუბრა.


იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სულ უფრო აქტიურად საუბრობს საზღვაო ფლოტის განვითარებაზე, დავინტერესდით, ხომ არ შეხვედრია ზვიად ციკოლია მინისტრს და ხომ არ უსაუბრიათ მათ ამ საკითხზე.

როგორც დიზაინერმა განგვიმარტა მისი ბიზნესიდეები მუდმივად საჯაროა და ყოველთვის ღიად საუბრობს, თუმცა მთავრობის არც ერთი წევრისგან დაინტერესება ჯერ არ ყოფილა.


„ჩემს იდეებზე ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობ. რაც შეეხება ქობულიას, მას არ შევხვედრილვარ და, ზოგადად, მთავრობასთან შეხება არ მქონია. რაც შეეხება გემთმშენებლობის სასწავლო სკოლას, ზოგადად საზღვაო ქვეყანა ვართ და გაუგებარია, აქამდე რატომ არ არის განვითარებულიეს სფერო. მამუკა ხაზარაძესთან მქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ ჩამოვიყვანდით ჰოლანდიელ პედაგოგებს, რომლებიც ახალ სკოლაში უკვე 6 წლიდან შეასწავლიდნენ ბავშვებს ამ მიმართულებას. მოგეხსენებათ ჰოლანდია დარგში ერთ-ერთი საუკეთესოა. თარიღებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელებადი პროექტია“,- აღნიშნავს ციკოლია.


გემთმშენებლობის პროექტამდე, ზვიად ციკოლიას ჰქონდა პლასტმასის წარმოების ბიზნესიდეაც. თავის დროზე საკითხით მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარიაც დაინტერესდა, თუმცა პროექტი საბოლოოდ ვერ შედგა. თუ რატომ - ამ კითხვაზე პასუხი ზვიად ციკოლიას არ აქვს.



„გახარია  შემხვდა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნესგეგმის შემუშავებაც დააბარა. ეს დოკუმენტი დაიწერა და ჩასწორდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ჩაიშალა. დღემდე არ ვიცი რატომ. თავის დროზე როცა დავინტერესდი, მაშინაც ვერ გავიგე მიზეზი და მერე სწორად გამიგეთ, მეც ჩემი მიმდინარე საქმეები მქონდა და კონცენტრირება იმაზე გავაკეთე“,- ამბობს დიზაინერი.


კითხვაზე რა არის დღეს ქართული ბიზნესის მთავარი გამოწვევა, მსოფლიოში წარმატებული დიზაინერი ზვიად ციკოლია შემდეგ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას:





„არც ერთი ხელისუფლების პერიოდში წარმოებას სათანადო ყურადღება არ დათმობია, ამ დროს კი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ მასსზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავიღოთ ჩვენი მეზობელი თურქეთი. ეს უკანასკნელი მაშინ გახდა ძლიერი, როცა წარმოება დაიწყო. არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ შესაბამისი ფინანსები არ გაგვაჩნია და ღარიბები ვართ. ადამიანი მხოლოდ თავისია აზროვნებითაა ღარიბი...


ბიზნესთან მიმართებაში ვთვლი რომ აუცილებელია გადასახადები დაიწიოს და ბანკებშიც პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალი გახდეს. ზოგადად ბიზნესმენის მიმართ დამოკიდებულებაა შესაცვლელი, აუცილებელი არ არის დააყაჩაღო. ურთიერთობა უნდა აიგოს ურთიერთთანამშრომლობაზე დაყრდნობით“.




სალომე ლემონჯავა







ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...


მსგავსი სიახლეები

up