ზვიად ჭუმბურიძე: ევროკავშირის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის იდეალურია და სტაბილური, სარისკო ექსპორტი რუსეთში კი, კომპანიების განვითარების დონეს აფერხებს

ზვიად ჭუმბურიძე: ევროკავშირის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის იდეალურია და სტაბილური, სარისკო ექსპორტი რუსეთში კი, კომპანიების განვითარების დონეს აფერხებს

access_time2022-06-10 22:00:00

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) 2014 წლიდან საქართველოს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაუხსნა. როგორია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა სავაჭრო შეთანხმებიდან 8 წლის შემდეგ? რა ბარიერს აწყდება ბიზნესი და რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველო DCFTA-ით მოცემულ შესაძლებლობას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივან ზვიად ჭუმბურიძეს ესაუბრა.

ET: როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) 8 წლის შემდეგ?

ასოცირების ხელშეკრულებამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გაცილებით მეტი პერსპექტივა მისცა ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკას. გააჩინა შანსი, ჩვენი მოკრძალებული ნიშა დავიკავოთ ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს 2017 წელს მიღებულმა სავიზო რეჟიმმა, პრაქტიკულად იდეალური საშუალება მისცა ქართულ ბიზნესს, რომ თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ევროპელ პარტნიორებთან, დამატებითი სტიმული მისცა, რომ უფრო გააქტიურებულიყო ვაჭრობა ევროკავშირთან.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა.
ET: DCFTA-ის გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ადგილობრივი ბიზნესი ამ ბაზარზე ექსპორტზე უფრო მარტივად გავიდოდა. თქვენი შეფასებით როგორია რეალობა? რატომ ვერ ავითვისეთ ამ მიმზიდველი ბაზრის უფრო დიდი ნიშა?

DCFTA-ის გაფორმებიდან 8 წელი გავიდა. უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, რომ ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი უფრო მაღალი იქნებოდა, ევროკავშირის მიმართულებისკენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

ET: ეს ბიზნესის მენტალური პრობლემა უფროა თუ ტექნიკური? აქ სავაჭრო ბარიერებს და ბაზრის რეგულაციებს ვგულისხმობ.

სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ სწორედ ის რეგულაციები, ის მოთხოვნები და სტანდარტები, რაც ევროპულ ბაზარს აქვს, ქართულ ბიზნესმა ასე მალე ვერ დააკმაყოფილა. ესაა ურთულესი პროცესი, როცა ეკონომიკის სრულ ტრანსფორმაციას აკეთებ. ვფიქრობ, რომ ტემპი არაა მაღალი, მაგრამ მაინც სტაბილურად მივდივართ ამ ბაზრისკენ. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები უფრო მაღალი ყოფილიყო. სავაჭრო ხელშეკრულებამდე, ბრუნვა დაახლოებით $400-600 მილიონი იყო. განსაკუთრებულად არ გაზრდილა. ესაა პროცესი და როგორც კი დავიკავებთ იმ ნიშას, რომელიც ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესის ინტერესშია, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება სტაბილური ბაზარი საქართველოსთვის. შემდგომ გაცილებით მეტი ინტერესი გაჩნდება, როცა ჩვენი და ევროპული ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა მზარდი გახდება.

ET : თქვენ თქვით, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. ყველაზე მეტად, რა ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივი კომპანიები, ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას?


ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით, მთავრობასთან, ბიზნესთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტაქტისას დაპირისპირების ორი პოლუსი აღმოვაჩინეთ. ერთი - ესაა ევროკავშირის ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად იდეალური, სტაბილურია და იქ შესაძლებელია ხანგრძლივი ვადით დამკვიდრება და მეორე მხრივ რუსული ბაზარი - მოკლევადიანი, რეგულაციებისა და კონტროლის გარეშე. ევროპულ განზომილებას სადაც ითხოვენ სერტიფიცირებას, სურსათის უვნებლობას, სტანდარტიზაციას და სტანდარტებს საქართველოში წარმოებული პროდუქტისთვის. აი ამ მოთხოვნებს უპირისპირდება რუსული ბაზარი, რომელიც უკონტროლოა და აგდებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას... დაბლა სწევს ბიზნესკომპანიების ამბიციებსა და განვითარების დონეს. სამწუხაროდ ბევრი ქართული კომპანია ვითარების შესაბამისად, ცდილობს იქ თავისი პროდუქცია მარტივად გაყიდოს, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მათთვის დამაზიანებელია, რადგან აქტიური ვაჭრობა რუსეთთან, მაღალ რისკებს შეიცავს.
ET: რატომ ვერ თმობს ადგილობრივი ბიზნესი რუსეთის ბაზარს?

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება რაღაც დონეზე ვერ ჩაჭრას და ჰქონდეს კომუნიკაცია ბიზნესს რუსეთის ბაზართან... მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ღვინის კომპანიები დღეს რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ. უკრაინის ბაზარი დაიხურა, რუსეთში ვითარება სანქციების გამო დამძიმდა. აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესები დადგნენ ფინანსური პრობლემების წინაშე. უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია და მოიძებნონ ის პარტნიორები და ბიზნესკომპანიები, რომლებიც მათი პროდუქციის ევროპაში რეალიზებას შეძლებენ.

რას ყიდის საქართველო ევროკავშირში - TOP 10 პროდუქტი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $119,479.1 (44,907.1 ტონა)
თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა)
ფეროშენადნობები $ 16,544.0 (9,574.2 ტონა);
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9 (27,373.6 ტონა);
მსუბუქი ავტომობილები (ცალი) $12,996.4 (272 ტონა);
ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933 ლიტრი);
მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $ 7,555.7 (2,170.7 ტონა);
ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა);
ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8 (31.7 ტონა);
ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა);
დანარჩენი საქონელი - $56,132.0
ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული პროდუქციითა წარმოდგენილი. ექსპორტი ამ ბაზარზე ძირითადად მსხვილ ბიზნესს გააქვს. რით არის ეს გამოწვეული? სხვა პროდუქტისთვის და ბიზნესისთვის რატომ ვერ იხსნება ეს ბაზარი?

სამწუხაროდ, 30 წელი დამოუკიდებლობისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა. როგორც პოლიტიკური კულტურა ვერ დალაგდა ქვეყანაში, ზუსტად ისე ეკონომიკაც. რა ვითარებაცაა ქვეყანაში ისე ვითარდება ეკონომიკა, თორემ როგორ შეიძლება სხვა სექტორები არ იყოს წარმოდგენილი. არაა აუცილებელი იგივე მძიმე ინდუსტრიაზე ვილაპარაკოთ, წარმოდგენილი უნდა იყოს მსუბუქი მრეწველობის დარგებიც, რადგან მართლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოტივაცია. სამწუხაროდ ეს ჯერ ვერ მოხერხდა და ლიმიტირებული შეთავაზებებით ვართ შესული ევროკავშირის ბაზარზე. რიგი პროდუქტები შიდა ბაზარზეც არ არის თვითკმარი. ვფიქრობ, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა მომაგრდეს კომპანია, უნდა გახდეს ცნობადი და შემდეგ იფიქროს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.

ET: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს რა როლი აქვს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებაში?

ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ქართულ ბიზნესს ბაზრის დივერსიფიკაციაში დაეხმარება. 29 ივლისს აზერბაიჯანში ვატარებთ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს, ეს მნიშვნელოვანი, რადგან უშუალოდ ბიზნესკომპანიები შეხვდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის მთავარი ევროპული განზომილება, მაგალითად, ვფიქრობთ რომ სექტემბერში ნიდერლანდებში ჩავატაროთ ბიზნესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სეგმენტის ბიზნესკომპანიებს წავიყვანთ.

ET: ბუნებრივია ევროპის ბაზარზე გასვლის სურვილი უნდა ჰქონდეს ბიზნესს, მაგრამ რა როლი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, ხელისუფლებას?

საჭიროა ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. იმ კომპანიების წახალისება, ვინც ევროპულ ბაზარზე შედის. რა თქმა უნდა ყველა გადასახადიდან კომპანიას ვერ გაათავისუფლებ, მაგრამ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად უნდა დაწესდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ და გადიან ევროპის ბაზარზე. მცირე შეღავათიც რომ გაუკეთდეს ესეც მოტივაციაა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრია 100-მდე კომპანია, აქედან 30-35%-ს გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, მხოლოდ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ძალისხმევით ეს ვერ დალაგდება. საჭიროა მეტი მოტივაცია ბიზნესისთვის, რეალურად ყველაზე მეტად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა ევროკავშირის ბაზარზე სერტიფიცირების და სტანდარტიზაციის საკითხი ვერ დაძლია, ჩვენი ბიზნესი ამისთვის მზად არ იყო. არის პრობლემები ლოჯისტიკის საკითხებში, ერთ-ერთია მწირი ფინანსები, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი და თანამედროვე ტექნოლოგიების არ არსებობა.


წყარო: europetime






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up