ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

access_time2019-12-06 13:30:01

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია.


„ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს ფოთიც, უნდა განვითარდეს ბათუმის პორტები, მათი მოდერნიზაცია უნდა მოხდეს“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს.


„დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიაც აშენდება და ანაკლია უნდა აშენდეს. ვინ შეზღუდა პორტების რაოდენობა შავ ზღვაზე. ნახეთ შავი ზღვის რუკა, ნახეთ თურქეთს რამდენი პორტი აქვს, რამდენი აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას. ასე რომ, შეზღუდვა ამაში, რა თქმა უნდა, არ არის. დაისმება ალბათ კითხვა, როცა ტვირთი არ არის, რისთვის შენდება, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა ვიფიქროთ სამი, ოთხი წლის პერსპექტივაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომელიც მინიმუმ 10-15 წლის ვადით უნდა გაითვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ, ეს ინფრასტრუქტურა დავასრულოთ“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.


ჭუმბურიძის განმარტებით, თუ 31 დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ შეუჩერდება უფლებამოსილება, მაშინ მთავრობამ საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებს უნდა წარუდგინოს თავისი ხედვა, გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან.



„ეს აუცილებელია. რომ გაჩერდეს და შემდეგ პასუხო არ იყოს, ასე არ გამოვა. ამიტომ, უნდა იყოს პასუხი ყველა შემთხვევაში და ამიტომაც, სიმართლე გითხრათ, ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ შესაძლებელია, ამ ვადამ გადაიწიოს, არ არის გამორიცხული. ვნახოთ, წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.


ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ „ანაკლიის კონსორციუმთან“ მიმართებაში განვითარებული პროცესები ცუდია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ბიზნეს კლიმატისთვის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.


„მაგრამ, მოდით, ასე შევთანხმდეთ, ვინ ააშენებს ანაკლიას, საქართველოს სახელმწიფო და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მე, როგორც მოქალაქე, ვამბობ, რომ უნდა აშენდეს. სახელმწიფო იქნება მონაწილე ამ მშენებლობის, თუ კერძო კომპანია, ეს ვნახოთ. მაგრამ ანაკლია უნდა აშენდეს ერთმნიშვნელოვნად. ვალდებულება გვაქვს აღებული და ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს. თუ არ გამოვა ისე, ჩვენ როგორც გვინდა, რომ დაწყებული საქმე კონსორციუმმა დაამთავროს, მაშინ ან ხელისუფლებამ უნდა დაამთავროს, ან ზოგადად ბიზნესმა. ესეც საკითხავია, ვინ იქნება ამის დამამთავრებელი ასეთი ტურბულენტობის შემდეგ, რომელი ბიზნეს კომპანია შემოვა. ძალინ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინ იქნება დაინტერესებული ანაკლიის აშენებით, რადგან ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ საომარ ვითარებაში რუსეთთან“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.


შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ანაკლიის კონსორციუმმა“ 31 დეკემბრამდე სრულად უნდა წარმოადგინოს სასესხო ხელშეკრულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი უსასრულოდ ვერ გადავადდება.


წყარო: 1tv.ge





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up