„ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული სქემა დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 5-ჯერ მეტ პენსიას უგროვებს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული სქემა დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 5-ჯერ მეტ პენსიას უგროვებს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

access_time2018-12-25 09:00:53

„ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა „არ უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს -ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და კიდევ უფრო შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.


„თუ ავიღებთ დღეს 40 წლის მასწავლებელ ქალს, რომელსაც დარიცხული ხელფასი აქვს 500 ლარი, ხოლო ხელზე 400 ლარს იღებს. ეს მასწავლებელი  პენსიაში რომ გავა, საბაზისო პენსიის ზემოდან აიღებს მხოლოდ 85 ლარს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სქემა რომელიც „ქართულმა ოცნებამ“  შემოიღო, ღირსეულ სიბერეს ვერ უზრუნველყოფს. ეს ხალხი გვეუბება, რომ ღარიბები ხართ დღეს და ღარიბები იქნებით 20 წლის შემდეგაც“-აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.


მისი განმარტებით,„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი  ნებაყოფლობის პრინციპს ეფუძნება  და ის ახალი ზელანდიის მიერ 2007 წელს ამოქმედებული Kiwisaver-ის მსგავსი სისტემააა. კერძოდ, შემოთავაზებული სქემა დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 5-ჯერ მეტ პენსიას უგროვებს.



 

დაგროვებული პენსიის მაგალითები


 

 ➢500 ლარი დარიცხული ხელფასის მქონე 40 წლის ქალი პენსიაზე გასვლისას მიღეებს 576 ლარს

 

➢1 000 ლარი დარიცხული ხელფასის მქონე 40 წლის ქალი პენსიაზე გასვლისას მიიღებს 1 115 ლარს

 

 ➢1 500 ლარი დარიცხული ხელფასის მქონე 40 წლის ქალი პენსიაზე გასვლისას მიიღებს 1 668ლარს.

 


ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თავად არჩევს, ვის ანდოს თავისი საპენსიო აქტივების მართვა. ეროვნულ ბანკს აქვს არსებითი როლი, რათა დაცული იქნას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესები. როგორც დეპუტატი განმარტავს, დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია.

 

 ➢ მონაწილე თავად ირჩევს შენატანის ოდენობას: 1) რამდენს შეიტანს ხელზე ასაღები დაბეგრილი ხელფასიდან 2) რამდენი დაემატება თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან.


 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის მიხედვით: დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო ასაკამდე გამოტანა შეუზღუდავად შეუძლია. ასეთ დროს, თუ მინიმუმ 20 წელი აგროვებდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თანხას დაუბეგრავად იღებს. სხვა შემთხვევაში, მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


ამ რეფორმის შედეგად არ იზრდება გადასახადები. დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და მისი ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე.

 

როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, საპენსიო შენატანის მოცულობას დასაქმებული, დაბეგრილი (NET) ხელფასის იმდენი პროცენტის ოდენობით შეტანას შეძლებს, რამდენი პროცენტის შეტანასაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ არაუმეტეს

 

 ◦ 6%-სა, თუ წლიური ხელფასი 6 ათას ლარამდეა

◦ 8%-სა, თუ წლიური ხელფასი 6-დან 12 ათას ლარამდეა

◦ 10%-სა, თუ წლიური ხელფასი 12-დან 18 ათას ლარამდეა

◦ 12%-სა, თუ წლიური ხელფასი 18-დან 24 ათას ლარამდეა

◦ 14%-სა, თუ წლიური ხელფასი 24-დან 30 ათას ლარამდეა

 ◦ 16%-სა, თუ წლიური ხელფასი 30-დან 36 ათას ლარამდეა


◦ 36 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასის შემთხვევაში, 16%-იანი მაქსიმალური შენატანის სქემა ვრცელდება მხოლოდ 36 ათასი ლარის ფარგლებში.

 






 

 „კომერსანტის“ კითხვაზე, აღნიშნული სქემით, რა ოდენობის თანხა დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს, ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ეს სქემა ნებაყოფლობითია. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ გათვლებით, პირველ წელს სქემაში მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 15% ჩაერთვება.


„ხარჯები ხალხს ისე აწვება, რომ შესაძლოა, ამისთვის ფული აღარ დარჩეთ. ჩვენ ეს მოდელი ახალი ზელანდიიდან ავიღეთ, იქ პირველ წელს სქემაში მხოლოდ 19 % ჩაერთო. იმ ფონზე, რომ ჩვენ უფრო ღარიბები ვართ, მიგვაჩნია, რომ ჩართვა პირველ წელს 15% იქნება. შესაბამისად, ბიუჯეტს პირველ წელს  272 მილიონი ლარი დაააკლდება. შემდეგ წლებში ეს თანხა მოიმატებს, თუმცა, რაც უფრო მეტი თანხა დარჩება კაპიტალის ბაზარზე, ეკონომიკის განვითარებას მით მეტად წაადგება,“-აღნიშნავს ჭიაბერაშვილი. 


მისი განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ სქემაში  საპენსიო ფონდი არ შეიქმნება.


„იქნება აქტივების მართის სხვადასხვა კომპანია და  მოსახლეობა თავად შეაფასებს სად და რომელ პორტფელში ჩადოს ფული,“-აღნიშნავს ჭიაბერაშვილი. 


როგორც ცნობილია, 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, სსიპ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა.საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.



სოფო ქსოვრელი

 






გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up