ზურაბ უჩუმბეგაშვილი: ფინანსთა მინისტრი გაუგებრობაშია, დაახლოებით ის პოზიცია აქვს, რაც ხრუშჩოვს ჰქონდა სიმინდთან მიმართებაში

ზურაბ უჩუმბეგაშვილი: ფინანსთა მინისტრი გაუგებრობაშია, დაახლოებით ის პოზიცია აქვს, რაც ხრუშჩოვს ჰქონდა სიმინდთან მიმართებაში

access_time2018-09-19 09:00:00

ცდება ის, ვინც ამბობს, რომ ქათმის ხორცი და კვერცხი  არ გაძვირდება. როცა მარცვლეული  გაძვირდება სხვა გზა არ გვექნება, ფასი ჩვენც უნდა ავწიოთ, რადგან პროდუქციის თვითღირებულებაში ხორბლის წილი  60-70 %-ია.  რა უნდა გავაკეთო რომ არ გავაძვირო? მაშინ წარმოება უნდა დავხურო. ამას ემატება ლარის კურსის ცვალებადობა და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება მარცვლელულის და ფქვილის სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვის შესახებ,“  ეს განცხადება „კომერსანტთან“ მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა გააკეთა. 


უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით,  საქართველოში მეფრინველეობის დარგში ჯანსაღი კონკურენციაა:


„ჩვენ ვმუშაობთ მოგების ძალიან დაბალ მარჟაზე. რამდენი პროცენტითაც გაძვირდება მარცველული, იმდენი პროცენტით გაძვირდება ქათმის ხორცი და კვერცხი. ფაქტის წინაშე დავდგებით. თუ  არ გავაძვირებთ, მაშინ წარმოება გაჩერდება. წაგებაზე შეიძლება ერთი თვე იმუშაო და იფიქრო, რომ რამე გამოსწორდეს.  წაგებაზე მუშაობს ის, ვინც დემპინგზე მიდის ან  გიჟია, -  ჩვენ არცერთი არა ვართ.“


„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად გააძვირებს ქათამს და კვერცხს მარცვლეულის სახმელეთო გზით გადაზიდვის აკრძალვა, უჩუმბეგაშვილი ასე პასუხობს; 


მოსავლის აღება ხდება კონკრეტულ პერიოდში. შემდეგ ხდება დასაწყობება. ხორბალი დასაწყობებულია ელევატორებში. არის 1500 მანქანა, რომელიც სისტემატიურად მოძრაობს ტრასაზე. გვაქვს კონტაქტი და ზუსტად ვიცით, როცა რამდენი დაგვჭირდება ხორბალი და სიმინდი და შესაბამისად შესყიდვებსაც ვახდენთ. ეს გაცილებით იაფი ჯდება. წარმოიდგინეთ, როცა წავა იმპორტიორი ნოვოროსიისკის პორტში, იქ  ჩიტვირთება პროდუქცია გემში, შემდეგ ჩამოვა ფოთის პორტში, შემდეგ ისევ გადმოიტვირთება. გემს მე კუმისში ვერავინ ვერ ჩამომიყვანს. ანუ ზედმეტი ხარჯია.  თან ხან შტორმია და ტვირთი იგვიანებს. ახლა თუ მაქვს 10 დღის მარაგი  და ის ფულად გამოხატულებაში არის 100 ათასი ლარი, უნდა გავაკეთოთ  30 დღის მარაგი და 300 ათასი ლარი უნდა დავარეზერვო. საგულისხმოა ისიც, რომ მარაგების შესანახი ჩიხი ორ საწარმოს აქვს. რკინიგზით და გემით ხორბლის და სიმინდის შემოტანა ჩვენთვის არის სერიოზული გაძვირება.“



უჩუმბეგაშვილის  თქმით, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებამ, რომელიც 2018 წლის 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში ხორბლის ადგილობრივ ბაზარზე გავლენა უკვე მოახდინა: 


მარცვლეული უკვე გაძვირებულია 12-15%-ით. ძირითადად ამ გადაწყვეტილების გამო შეიცვალა ფასი, რადგან  ადგილობრივ ბაზარზე. ფერმერებმა დაინახეს ვითარება, რომ იმპორტირებული ხორბალი გაძვირდებოდა. აღარ ყიდიან და ფასს მოუმატეს. მათ აქვთ შანსი რომ ფასი გაზრდონ, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და ამ შანსს იყენებენ. “


ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან“ იმპორტირებული ხორბლის გაძვირების მიზეზებსაც ასახელებს:


„შემოტანილი ხორბალი ძვირია ორი მიზეზის გამო: ექსპორტიორ ქვეყებში მოსავალი დაბალია და ლარი აშშ დოლართან მიმართებაში   2,60 ნიშნულს ასცდა. ამას დაემატა მესამე ფაქტორიც, ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც ხორბლის სახმელეთო გადაზიდვას კრძალავს“.


ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივია:


„ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ ხდება. საქართველოს ტერიტორიაზე მანქანებით ხორბლის ტრანსპორტირებასა და ტრანზიტზე შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე იყო ძალიან დიდი რიგები, ტურისტები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით, ეს პრობლემა აღინიშნებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, ყოველთვის ამ გზით ხდებოდა ხორბლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში და ასევე საქართველოში შემოტანა. ჩვენი აზრით, ეს არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც არანაირ გაძვირებასთან არ ექნება კავშირი. ეს არის ცივილიზებული და სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


ზურაბ უჩუმბეგაშვილი მინისტრის ამ შეფასებასაც არ ეთანხმება: „რა შუაშია ტურიზმი?  ფინანსთა მინისტრი გაუგებრობაშია მოხვედრილი. დაახლოებით ის პოზიცია აქვს, რაც ხრუშჩოვს ჰქონდა სიმინდთან მიმართებაში“.


ნინო ნატროშვილი






ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...


მსგავსი სიახლეები

up