ზურაბ ტყემალაძის კომიტეტს "მომხმარებელთა დაცვის შესახებ" კანონპროექტის მიღების შეფერხებაში ადანაშაულებენ

ზურაბ ტყემალაძის კომიტეტს "მომხმარებელთა დაცვის შესახებ" კანონპროექტის მიღების შეფერხებაში ადანაშაულებენ

person access_time2016-01-28 11:20:58

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის შეფერხებაში ადანაშაულებენ. არასამთავრობოებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. მათი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების  კუთხით. 


არასამთავრობოები ამბობენ, რომ დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება ფერხდება. პირველი მოსმენით დოკუმენტი საპარლამენტო კომიტეტებმა და მთავრობამ განიხილეს. ერთადერთი დაბრკოლება კი პლენარულ სხდომაზე გასატანად არის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, რაც თითქმის ნახევარი წელია არ ეწყობა, რის ძირითად მიზეზადაც კომიტეტის წარმომადგენლები კანონპროექტის მიმართ შენიშვნებს ასახელებენ.

 

არასამთავრობოების ინფორმაციით, ტყემალაძის კომიტეტი არ ჩქარობს საპარლამენტო განხილვის პირველი ეტაპის დასრულებას, რაც კანონპროექტის მიღების განუსაზღვრელი ვადით გადადებას იწვევს. ორგანიზაციები მოუწოდებენ კომიტეტს, აღარ გადადოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა და მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. განცხადებას 23 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. მათ შორისაა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია, რომლის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ზურაბ ტყემალაძის კომიტეტი ძალიან დეტალურად სწავლობს დოკუმენტს და ძალიან ბევრი შენიშვნა აქვს. მადონა კოიძის თქმით, საკითხზე მუშაობს კომიტეტიც და აპარატიც. არასამთავრობოებს იმედი აქვთ, რომ რეკომენდაციების ჩამოყალიბების პროცესი მოკლე ხანში დასრულდება და კანონპროექტი გადაცემული იქნება საპარლამენტო მოსმენაზე. კოიძე ამბობს, რომ ზურაბ ტყემალაძის მოტივაციაა, რომ მას სურს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძლიერი კანონის მიღება და კანონი არ უნდა იყოს მკვდრადშობილი. კოიძის თქმით, მათი სურვილიც სწორედ ეს არის თუმცა პროცესი ჭიანურდება და არასამთავრობოები უძლურები არიან. 

 


„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ კიდევ შარშან, საშემოდგომო სესიაზე უნდა დაეწყო. 


დოკუმენტი ქვეყანაში მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც მომხმარებლების საჩივრების საფუძველზე მათ უფლებებს სასამართლოშიც დაიცავს. კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.


"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი 2011 წელს გაუქმდა.  


კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება ბიზნესასოციაცია, სადაც აცხადებენ, რომ ეს კანონი ბევრი კომპანიის გაკოტრებას და დახურვას გამოიწვევს. კანონპროექტის მიხედვით, მისი ერთ-ერთი პუნქტი ავალდებულებს ორგანიზაციას დაიბრუნოს საქონელი ორი კვირის განმავლობაში, იმავე ფასად რა ფასადაც მომხმარებელს მიყიდა. ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭირაქაძის თქმით, აღნიშნული პუნქტი ბიზნესს სერიოზულ ზიანს აყენებს.




რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up