ზურაბ ტყემალაძე: რაც შეგვეძლო  სიღარიბის დასაძლევად, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ, გეთანხმებით, საკმარისი არ აღმოჩნდა

ზურაბ ტყემალაძე: რაც შეგვეძლო სიღარიბის დასაძლევად, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ, გეთანხმებით, საკმარისი არ აღმოჩნდა

access_time2018-09-26 15:00:29

„ჩვენ რაც შეგვეძლო  სიღარიბის დასაძლევად, ყველაფერი გავაკეთეთ მაგრამ, როგორც ჩანს, ეს  საკმარისი არ აღმოჩნდა“


პოლიტიკური პარტია მრეწველობის თავმჯდომარე და სამი მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, სიღარიბესა და გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს. მისივე თქმით, ქვეყნის განვითარების მთავარი განმაპირობებელი საშუალო კლასია, ამ მხრივ კი ვითარება არასახარბიელოა, თუმცა საგანგაშო მაინც არაფერია.


Unicef-ის კვლევის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ რამდენად საგნაგაშოა ციფრები?

 

„საგანგაშო აქ არაფერია. დიახ, სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ რეალურად მის დასაძლევად უამრავი რამ კეთდება და ასე უარყოფით კონტექსტში შეაფასება არასწორია. ნებისმიერ კვლევას გააჩნია როგორ შეხედავ და რასთან შეადარებ. Unicef-ს რაც შეეხება, მის გარეშეც ჩანს, რომ ბევრი გაჭირვებული ვგყავს,  მაგრამ აქ სხვა ფაქტორიცაა. რაც უფრო ვითარდება ცხოვრების წესი, იმატებს მოთხოვნები. ხალხს მეტი მოთხოვნა გაუჩნდა და ამიტომ მაინც გაჭირვებულია. წინსვლა ვერ ეწევა ამ მოთხოვნებს და იქმნება პრობლემებიც. მთავარი სიღარიბის დაძლევის მექანიზმებია და ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ზოგადად ეს პრობლემა ქვეყანაში 90 წლებიდან მოყოლებული არსებობს და დღემდე მოუგვარებელია“.

 

მაშინ, როდესაც უშუალოდ თქვენ ხელმძღვანელობდით  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს,  რა გააკეთეთ ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად; თუ გქონდათ კონკრეტული ინიციატივა და რაში მდგომარეობდა ის?

 

„საკუთარ ინიციტივებზე თავად რომ ვისაუბრო ცოტა მეუხერხულება, მაგრამ არაერთი პროექტი წარვადგინე პარლამენტში და დიახ, რაც იმ ეტაპზე შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს მძიმე სოციალური ფონი ოდნავ მაინც შემსუბუქებულიყო. მაგალითად, გაჩერებული მშენებლობების ხელშეწყობის მიზნით გადასახადებისგან გათავისუფლება გახლავთ ჩემი ინიციატივა.  ასევე K2-ი კოეფიციენტის გადასახადებისგან გათავისუფლებაც, რაც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. ბინებს რომ აქირავებდნენ გაჭირვებულები, გადასახადი მაშინ საშემოსავლოსგან იბეგრებოდა, ჩემი ინიციატივით კი ამ ნაწილშიც გათავისუფლდა მოსახლეობა ზედმეტი ხარჯისგან. ეს ყველაფერი ბევრ ოჯახს დაეხმარა“.

 


როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისი იყო თქვენს მიერ გატარებული რეფორმები; ხომ არ შეგეძლოთ უფრო მეტის გაკეთება?

 

„ბუნებრივია, მეტი რომ გაგვეკეთებინა მაშინ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იმ ეტაპისთვის ალბათ მაქსიმუმი იყო. არ მახსნდება, რაიმე ინიციატივაზე ან საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა წამოსულიყო. გამიადვილდება უფრო იმ პროექტებზე საუბარი, რისი განხორციელებაც ვერ მოვასწარით. მაგალითად, იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით. კერძოდ, ქვეყნის პრიორიტეტი ტურიზმი და მისგან მიღებული შემოსავლებია. ტურისტი კი ფულს ხარჯავს უმეტესად იმპორტულ კიტრსა და პომიდორში, ანუ როგორც შემოდის ეს დოლარი, ისევე გაედინება ქვეყნიდან. მას შემდეგ, რაც 1998 წელს გავხდით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, მაღალი ტარიფების დაწესება აგვეკრძალა, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდოდა სეზონური ტარიფის დაწესება, ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქციის მიმართულებით რაიმე რეგულაციის ამოქმედება, რასაც 2015 წელს გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ კანონის სახით მივაღწიეთ, თუმცა ეს მიმართულება ბოლომდე მოგვარებული მაინც არ არის“.

 

რაც შეეხება ზოგადად „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პოლიტიკას.  2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,  მთავრობის მთავარი მესიჯი სწორედ სიღარიბის დაძლევა გახლდათ.  მიუხედავად თქვენს მიერ დასახელებული ცვლილებებისა, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 70 % მაინც ღარიბია, გამოდის რომ, რაღაც სწორად ვერ გაკეთდა.  

 

„ნებისმიერი სიღარიბის დაძლევა უნდა დაიწყოს სამუშაო ადგილების შექმნით და ზუსტად ამას ემსახურებოდა გაჩერებული მშენებლობების აღდგენაც. დადებთად ვაფასებ იმ  რეფორმებს, რაც ივანიშვილის პრემიერობის დროს გატარდა და დღემდე გრძელდება. ივანიშვილის მოსვლიდან, პირველივე წლებში, აგრარული მიმართულებით დაიხარჯა 400-500 მლნ. ლარი; დაიხვეწა ჯანდაცვის მიმართულება; 21 ფაკულტეტი გახდა უფასო და ა.შ. მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ცუდია, ამას თუ ვერ ხედავთ. მოსახლეობის 70 % მაინც ღარიბი თუა, ვაღიარებ,  არ იყო საკმარისი ეს ყველაფერი და არ მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანი ვიხმარო, მაგრამ გასაკეთებელი ალბათ მართლა კიდევ ბევრია“.


სიღარიბის გარდა, ბოლო 6 წელში 685 მლნ. ლარით გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯებიც. ამძიმებს ეს უკანასკნელი სოციალურ მდგომარეობას თუ არა?


„რა თქმა უნდა, ზოგადად დიდი ბიუროკრატიული ხარჯი ითვლება სიღარიბის ერთ-ერთ გამომწვევად, თუმცა მაინც მინდა განვმარტო ჩვენი შემთხვევა. 2012-2016 წლებში ბიუროკრატიული ხარჯი  რიცხობრივად გაიზარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. თუმცა ის გადასახადები, რომლებიც უფრო ადრე ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამ წლებში გადმოვიდა ცენტრალური ბიუჯეტის ბალანსზე.  ე.ი. გამოდის, რომ არ გაზრდილა ხარჯები. ნუ, შეიძლება ოდნავ გაიზარდა, მაგრამ ძალიან არა. აქვე აღვნიშნავ, რომ განვითარების პროცესი მიმდინარეობს და პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება“.

 

 განვითარების პროცესი თუ მიმდინარეობს, მაშინც სოციალური ფონი რატომ არის გაუარესებული და საშუალო კლასს ქვეყნის მხოლოდ 7 % რატომ წარმოადგენს?  უშლის თუ არა ბიზნესგარემოს განვითრებას ეს მაჩვენებელი ხელს?

 

„ვიცი საითაც გინდათ საუბრის წაყვანა და დიახ, გეთანხმებით რომ არ არის კარგი მდგომარეობა. ბევრი გაჭირვებული გვყავს, რაც ბიზნესისთვის კარგი არ არის. ამის საპირწონედ ასევე გეტყვით, რომ უცხოური ინვესტიციების ტენდენცია მეტნაკლებად მაინც მზარდია,  ვითარდება ტურიზმი, გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა და ა.შ. უბრალოდ უფრო კარგი იქნება, თუ ადგილობრივ წარმოებას მეტი ყურადღება მიექცევა. ამ გზით იმპორტსა და ექსპორტს შორის არსებული უარყოფითი ბალანსიც დასტაბილურდება“.




სალომე ლემონჯავა





კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ
access_time2019-09-17 15:00:59
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო 5-ის ტიპის...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...


მსგავსი სიახლეები

up