ზურაბ რამაზაშვილი ყველის წარმოებას იწყებს

ზურაბ რამაზაშვილი ყველის წარმოებას იწყებს

access_time2020-02-20 15:00:39

კომპანია „თელავის ღვინის მარნის “ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ყველის წარმოების დაწყებას გეგმავს. როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტს“ განუცხადა ყველის წარმოების სურვილი აქამდეც ჰქონდა თუმცა, დროის დეფიციტის გამო პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლო.

 

„დრო და რესურსი არ გვეყო, რათა ყველის წარმოების მიმართულებით გადავრთულიყავით. წელს ვაპირებთ საწარმოს მშენებლობას. ფუნდამენტურად გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც შესწავლა სჭირდება, საკითხში ღრმად გვინდა ჩავიხედოთ. კონსულტანტებისგან ინფორმაციის მიღება კარგია, მაგრამ ადამიანი თვითონაც ახლო შეხებაში უნდა იყოს იმ საქმესთან რასაც აკეთებ, რადგან დარწმუნებული იყოს თავისი საქმიანობის სისწორეში. კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და მხოლოდ სხვის აზრს არ უნდა დაეყრდნოს, ამას დრო სჭირდება რაც ყველაზე ძვირადღირებულია“,-აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

 

ზურაბ რამაზაშვილი ყველის მცირე რაოდენობით დამზადებას გეგმავს, რომელსაც ,,მწვანე რანჩოს“ ბაზაზე დაიწყებს. ბიზნესმენი „კომერსანტს“ უყვება, რომ  მწვანე რანჩო 2014 წელს ააშენა და მასში დაახლოებით 900 000 ლარის ინვესტიცია ჩადო.


 

„მწვანე რანჩო აგრძელებს მუშაობს, 65 ძროხა გვყავს, რომლებიც პოტენციურად მეწველები არიან, საუბარია  დღეში 1000 ლიტრ რძეზე, რომელსაც ამ ეტაპზე „სოფლის ნობათი“ იბარებს. შემდგომში შესაძლებელია ეს რძე გადავაქციოთ საბოლოო პროდუქტად, ყველად რომელსაც მომხმარებელს მივაწვდით“, - განმარტავს ზურაბ რამაზაშვილი.


ბაჩო ადამია 






საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს
access_time2020-04-04 13:30:22
  კორონავირუსის ეპიდემიის სავარაუდო დასრულების შემდეგ, ჩინელებმა განაახლეს ღამურების ჭამა.   ღამურები ისევე, როგორც მორიელები, და სხვა ეგზოტიკური არსებები, იყიდება ქვეყნის ბაზრობებზე, როგორც ხალხური მედიცინის საშუალებები.   ათასობით ჩინელი გროვდება დიდ ბაზარზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუილინში.  ეს გიგანტური სავაჭრო ობიექტი გამოიყურება ისევე, როგორც კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე - ჟანგიანი გალიები...

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...


მსგავსი სიახლეები

up