ზურაბ რამაზაშვილი: გლობალური კრიზისის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ნედლეულის იაფი ფასი, რათა კომპანიებმა შეძლონ შედარებით დაბალი ფასის პროდუქცის წარმოება

ზურაბ რამაზაშვილი: გლობალური კრიზისის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ნედლეულის იაფი ფასი, რათა კომპანიებმა შეძლონ შედარებით დაბალი ფასის პროდუქცის წარმოება

access_time2020-07-11 17:36:01

COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ ღვინის სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. შემცირდა ექსპორტი, ტურისტული სეზონის ჩავარდნამ კი მინიმუმამდე დაიყვანა ღვინის გაყიდვები შიდა ბაზარზე. იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლება მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იზრუნებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა ყურძნის ჩაბარების პროცესში არ შეიქმნას პრობლემები.

როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ „თელავის ღვინის მარანი“-ს დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს სახელმწიფო სუბსიდირება მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეღვინეები ექსპორტის შემცირების გარდა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრად ვარდნასაც უჩივიან. რთველის პერიოდში კვლავ ამოქმედდება სახელმწიფო ქარხანა, რომელიც გაუსაღებელ პროდუქციას ჩაიბარებს.

„ამ თვალსაზრისით სახელმწიფო სუბსიდირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირველ რიგში, იგი დაეხმარება ფერმერს, თავისი შრომის საზღაური მიიღოს და მეორეს მხრივ, კომპანიები შეძლებენ შედარებით იაფი ნედლეულის მიღებას. აქედან გამომდინარე, იაფი ღვინის წარმოება, ამ კრიზისის ფონზე უზრუნველყოფს მომავალ გაყიდვებს“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

მევენახეები წელს ყურძნის კარგ მოსავალს ელოდებიან, როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივად. თუმცა, პრობლემა რეალიზაციაა. გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ მევანახეთემურ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დროული და სწორი ნაბიჯების გადადგმა. კახელი ფერმერების ნაწილი ფიქრობს, რომ ყურძნის ფასი დანახარჯების შესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოსავლის ხარჯებსაც კი ვერ აინაზღაურებენ.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის იანვარ-მაისში 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მეღვინეებმა ექსპორტზე თითქმის 3 მლნ ლიტრით ნაკლები ღვინო გაიტანეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ღვინისთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, შემცირების დიდი მაჩვენებელიც სწორედ ამ ბაზარზე - 2 მლნ ლიტრი დაფიქსირდა. ყურძნის კრეფა ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით 20 აგვისტოდან დაიწყება. კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტები რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.


Imedinews 

თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up