ზურაბ პოლოლიკაშვილი - თბილისის დეკლარაცია არის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა, როგორც დღეს მოიხსენიებენ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში

ზურაბ პოლოლიკაშვილი - თბილისის დეკლარაცია არის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა, როგორც დღეს მოიხსენიებენ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში

access_time2020-09-16 22:00:01

ეს იყო გაეროს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას, ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოხდა.



„მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში მოხდა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ყოფნა და დასწრება დღევანდელ ცერემონიაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტად აღიქვამს ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. სწორედ ეს დეკლარაცია არის იმის აღიარება მსოფლიო მასშტაბით, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა, როგორც დღეს მოიხსენიებენ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ იყო მესიჯი, რომ საქართველოში ჩამოსვლაც შესაძლებელია. 30-ზე მეტი ეროვნების ადამიანმა მოიყარა თავი, დაახლოებით 150 სტუმარი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ქვეყნებს შორის. იყო რამდენიმე კონტინენტი, როგორიც არის აფრიკა, ამერიკის კონტინენტი, როდესაც პირველად ეწვია ასეთი დიდი მოცულობის და მაღალი რანგის სტუმრები. მე ვფიქრობ, რომ ეს მისცემს ამ ქვეყნებს დაახლოების საშუალებას, პირველ რიგში, ტურიზმის მიმართულებით,“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.




მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ შესაძლებელია გაიხსნას საზღვრები და ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები.



„თბილისის დეკლარაცია მიღებული იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ შესაძლებელია გაიხსნას საზღვრები, ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები. ეს იყო გაეროს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ, ჰიბრიდული შეხვედრა - ასე ერქვა და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას. ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში და სწორედ ის დეკლარაცია, რომ შესაძლებელია საზღვრების გახსნა და სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების მეშვეობით და სანიტარული ნორმების დაცვით შესაძლებელია, რომ ადამიანებმა დაიწყონ მოგზაურობა. ამას ეძღვნებოდა ეს დეკლარაცია. შევთანხმდით, რომ ეს კოოპერაცია და ურთიერთობა გაგრძელდებ“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.








„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up