ზურაბ პოლოლიკაშვილი  - საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის

ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის

access_time2020-05-08 18:30:05

ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მოკლე ვადებში განხორციელდა და კონკრეტულად ჩამოყალიბდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ეტაპებს, თუ როგორ შეიძლება პირველ რიგში გაიხსნას ადგილობრივი ტურიზმი, დაიწყოს ადგილობრივი მიმოსვლა და შემდგომ უკვე საერთაშორისო მიმოსვლა, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან.



„დაანონსებული იყო 15 ივლისი და ალბათ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო და ხსნის ტურიზმს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამის პოპულარიზაციას. აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის ევროპული ბაზრები და ალბათ არაბეთის ქვეყნები, მათთან უკვე დაწყებულია მუშაობა და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ შემდეგ კვირაში უკვე დაანონსდება, თუ რა დოზით გაიხსნება ევროპული ბაზრები და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან უკვე არის თანხმობა, რომ ივლისის ბოლოს დუბაიდან ყველა მიმართულებით დაიწყება მიმოსვლები. ეს საქართველოს ძალიან კარგ პოზიციონირებას უქმნის, ვინაიდან იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს. ადგილმდებარეობით და იმ ტურისტული ინფრასტრუქტურით, რომელიც შექმნილი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველო შეიძლება, რომ იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ძველი და ამავე დროს ახალი ტურისტული მიმართულება. ამ მომენტის კარგად გამოყენება შესაძლებელია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კოორდინაცია გავუწიოთ იმ მიზნობრივ ბაზრებს, რომელიც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ეს მძიმე და კრიზისული პერიოდი ადვილად იქნას გადალახული. პირველი, რაც ჩვენ ყოველთვის გვაფიქრებს და ჩვენი ძირითადი ამოცანაა, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები. საქართველოს შემთხვევაში 150 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს სექტორში, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა და გვერდში დგომა. ანტიკრიზისული გეგმა პირველ რიგში ამას ემსახურება", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up