ზურაბ პოლოლიკაშვილი: „საბჭოს სხდომაზე მივიღებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში“

ზურაბ პოლოლიკაშვილი: „საბჭოს სხდომაზე მივიღებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში“

access_time2020-09-16 15:30:09

„ძალიან საინტერესო იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლობის ჯგუფთან ერთად მსჯელობა, თუ რა პრობლემებია დღეს ტურიზმში პანდემიის შემდგომ ეტაპზე და როგორ შეიძლება ვეძებოთ გამოსავალი. დღის ბოლომდე ჩამოვაყალიბებთ „თბილისის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში. სექტორი ჯერ კიდევ კრიზისშია და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევებს და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სექტორში“ - ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ შეინარჩუნონ ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მოგზაურობაც და უსაფრთხოების პირობების დაცვაც. „UNWTO-ს საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა არის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა ტურისტების მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ არამარტო საქართველოს, ყველა ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, გარკვეული ახალი წესებით გააგრძელოს ცხოვრება ტურიზმის განვითარების მიმართულებით“ - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.




შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.







„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up