ზურაბ ნოღაიდელი: „საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა“

ზურაბ ნოღაიდელი: „საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა“

access_time2021-06-10 12:50:40

ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ „საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ მცირე და საშულო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საამისოდ საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების განხორციელება“.


ნოღაიდელმა განმარტა, რომ „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის საქართველოში იმპორტი არ არის საქმიანობის მთავარი მიმართულება. მისი თქმით, კომპანიის მისიაა აზერბაიჯანული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით ექსპორტირება და ასევე, საჭიროების დროს, საქართველოს ბაზრისთვის, იაფად მისი შეთავაზება. „მუდამ ვამბობ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ „ელ გრინის“ ძირითადი მიმართულება აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტია მესამე ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში და თუ და როცა საჭიროა, ასევე საქართველოში“, - აღნიშნა მან.


ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ პოლიტიკოსს ან მართლა არ ესმის რეალობა, ან თავს იტყუებს და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავს, როცა „ელ გრინს“ იმ იმპორტიორ კომპანიათა შორის მოიხსენიებს, ვინც, შესაძლოა, ანტიჰესების კომპანიას ლობირებდეს, რადგან მცდარად ითვლება, რომ ერთი შეხედვით, იმპორტიორებს ხელს არ უნდა აძლევდეს საქართველოში ადგილობრივი გენერაციის განვითარება.



„ამგვარი ხედვა, „ელ გრინის“ შემთხვევაში, არის ძირშივე მცდარი. უფრო შორსაც მიდიან და ამბობენ, რომ „ელ გრინი“ რუსეთიდან აწარმოებს ელექტროენერგიის იმპორტს, რომ ძვირად შემოაქვს დენი საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვამბობ მკაფიოდ და სრული პასუხისმგებლობით - ამ საჯარო განცხადებით, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არც „ელგრინს“ და არც მის დამფუძნებელს, სულხან პაპაშვილს, არასოდეს შემოუტანია და არ შემოაქვს რუსული ელექტროენერგია საქართველოში. ჩვენ შემოგვაქვს ყველაზე იაფად ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან.

რაც შეეხება კომპანიის დამოკიდებულებას საქართველოში დამატებითი ენერგოსიმძლავრეების შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, - აქაც, მერამდენეჯერმე მიხდება მარტივი განმარტების გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ „ელ გრინის“ პოზიციას - ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ენერგოსისტემის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის ენერგომოხმარება სრულად დაბალანსდეს ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებით. საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ კი მცირე და საშულო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საამისოდ საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ნოღაიდელმა.




ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up