ზურაბ ლალაზაშვილი: უნდა გაიმიჯნოს გადასახადებისგან თავის არიდება და გადასახადების დამალვა

ზურაბ ლალაზაშვილი: უნდა გაიმიჯნოს გადასახადებისგან თავის არიდება და გადასახადების დამალვა

person access_time2017-04-26 17:30:52

BDO-ს მმართველი პარტნიორი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს იწონებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უპრიანია კანონმდებლობა უფრო მეტად დაუახლოვდეს განვითარებულ ქვეყნებს და ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გადასახადებისგან თავის არიდება და გადასახადების დამალვა.

 

ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, ასეთი მოდელის შემოღების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი ზღვრის გაზრდაც საჭირო აღარ იქნება.

 

ბიზნესმენი კონკრეტულ ქეისებსაც ასახელებს და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კანონმდებლობის გამოყენებით ცდილობს ნაკლები გადასახადი გადაიხადოს და ყველა ქმედების დეკლარაციას ახდენს, მის ხელმძღვანელ პირებზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანო არ ეთანხმება. თუმცა ეს არ გამორიცხავს ჯარიმების დაკისრებას.

 

ბიზნესასოციაციის საბაჟო და საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა რადიკალურად განსხვავდება გადასახადების დამალვასთან, ფაქტთან, როდესაც კომპანია კანონის დარღვევით მალავს გადასახადებს, არ წარადგენს სრულყოფილ დეკლარაციებს და ა.შ. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება უფრო დაბალი ზღვრიდან მოხდეს.

 


„ვფიქრობ, მეორე ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს თემა, თუმცა ალბათ, ამ ეტაპზე არც შემოსავლების სამსახური და არც მთავრობა ამისთვის მზად არ არის", - აცხადებს ლალაზაშვილი.

 

მისივე განცხადებით, ადმინისტრირებას კარგი რესურსი სჭირდება, მათ შორის ადამიანურიც, რადგანაც არ არის მარტივი გადასახადებისგან თავის არიდების და გადასახადების დამალვის გამიჯვნა, ამის არაერთი ქეისი, მათ შორის, სასამართლო საქმეები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში.

 

ზურაბ ლალაზაშვილი დადებითად აფასებს საგადასახადო კოდექსში კიდევ ერთ ცვლილებას, რაც საავიაციო საწვავის ნაწილის დღგ-სა და აქციზით გათავისუფლებას გულისხმობს.

 

„თუ შესაძლებლობა იქმნება გაიფდეს და განვითარდეს შიდა ფრენები, რათქმაუნდა, მისასალმებელია", - ამბობს ლალაზაშვილი.

 

შეგახსენებთ, წარდგენილი ცვლილებებით, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე იზრდება; ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

 



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up