ზურაბ ლალაზაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესი დიდ დოვლათს ვერ ქმნის და ეს გამოწვევაა

ზურაბ ლალაზაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესი დიდ დოვლათს ვერ ქმნის და ეს გამოწვევაა

access_time2021-04-08 11:40:00

მსხვილი ბიზნესი კარგად უნდა იყოს, ის ერთგვარი ლოკომოტივია და თუ ის კარგად იქნება, კარგად იქნება მცირეც და საშუალო ბიზნესიც, - განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.


ზურაბ ლალაზაშვილის განმარტებით, მსხვილი ბიზნესი ყველაზე დიდი შემსყიდველია მათ შორის მცირე ბიზნესის პროდუქციის.


„ჩვენ რა საკითხებიც პრემიერთან მოლაპარაკებაზე დავაყენეთ არ შეიძლება იყოს ვინმესთვის კარგი და ვინმესთვის ცუდი. თუ ეს საკითხები მოგვარდება ეს კარგი იქნება ზოგადად ქვეყნისა და ეკონომიკისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია მსხვილ ბიზნესზე. მსხვილი ბიზნესი მცირე ბიზნესის პროდუქციის აერთ-ერთი დიდი შემსყიდველია, თუ მსხვილ ბიზნესს არ ექნება ფინანსური სტაბილურობა და მცირე ბიზნესიც რთულ მდგომარეობაში იქნება. ის მსხვილი ბიზნესები, რომლებიც გაწევრიანებულია ბიზნეს ასოციაციაში მათი შვილობილი კომპანიების ჩათვლით მშპ-ის დაახლოებით 60-70% ქმნის. თუ ჩვენი დასაქმებული 200 000-მდე ადამიანისთვის შევძლებთ ანაზღაურების გადახდას მათ ექნებათ შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქცია და სერვისები შეიძინონ. ეს არის ერთგვარი ჯაჭვის ეფექტი,“ - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.



BDO-ს მმართველი პარტნიორის განმარტებით, საქართველო ჯერ კიდევ შორს არის იმ ევროპული მაჩვენებლებისგან რომლისკენაც ქვეყანას გეზი აქვს აღებული. მისი განმარტებით, ქვეყანაში დიდ დოვლათს მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ქმნის რაც თავისთავად პრობლემურია.


„ძალიან შორს ვართ ევროპის მაჩვენებლებიდან საითკენაც ჩვენ გვინდა წასვლა. იმიტომ რომ ჩვენთან დიდ დოვლათს არ ქმნის მცირე და საშუალო საწარმოები და ეს ერთ-ერთი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათ შორის პრობლემაა ის რომ ბიზნესები ძირითადად თავმოყრილია თბილისში. ძალიან დიდია კონცენტრაცია. ჩვენ თუ გვინდა, რომ სიღარიბე უფრო ჩქარი ტემპებით შემცირდეს, ეს ნიშნავს რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა უფრო მეტ რესურსებზე. მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ამას მხოლოდ მსხვილი ბიზნესი ვერ შეძლებს. ამას სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესი უნდა უზრუნველყოფდეს“, - განმარტა ზურაბ ლალაზაშვილმა.



business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up