ზურაბ გვასალია: ეკონომიკა დგას საბანკო სექტორზე, ხოლო ეკონომიკური სიტუაციის არევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად კრახისთვის არის განწირული

ზურაბ გვასალია: ეკონომიკა დგას საბანკო სექტორზე, ხოლო ეკონომიკური სიტუაციის არევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად კრახისთვის არის განწირული

person access_time2016-01-14 12:15:07

 ინტერვიუ  " საქართველოს ბანკების ასოციაციის"  პრეზიდენტთან ზურაბ გვასალიასთან: 

 

-აზერბაიჯანის ბანკებმა სავალუტო კურსის რყევასთან და სავალუტო ოპერაციებზე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, თავიანთი კლიენტებისათვის, შეღავათები დააწესეს, ლარის დევალვაციის პირობებში, ქართული ბანკები  იგივე პოლიტიკას  რატომ არ მიმართავენ?


-აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება ჩვენში არსებულ სიტუაციასთან. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საგარეო შოკების შესარბილებლად, ჩვენგან განსხვავებით, სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკას მიანიჭა უპირატესობა. შედეგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საკმაოდ უარყოფითი იყო. შემდგომში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესამცირებლად, გადაწყვიტეს აზერბაიჯანული მანათის კურსის თავისუფლად მცურავ რეჟიმში გადაყვანა, რამაც ბაზრის მოუმზადებლობიდან გამომდინარე, კინაღამ მთლიანად ჩამოშალა საფინანსო სექტორი. ამას ზედ დაერთო ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების შემცირების ახალი ტალღა, რამაც დამატებით ახალი სავალუტო წნეხი გამოიწვია. აზერბაიჯანის ეკონომიკა ჩვენგან სტრუქტურულადაც განსხვავდება, იგი ორიენტირებულია სანავთობო ექსპორტზე და შესაბამისად ნავთობის ფასების ვარდნა გაცილებით მტკივნეულად ზემოქმედებს ეკონომიკურ ტრენდებზე.


დღეს აზერბაიჯანი იმკის სავალუტო პოლიტიკის არასწორი სტრატეგიის შედეგებს და ბუნებრივია, შექმნილ სიტუაციაში ზარალდებიან პირველ რიგში ბანკები და ყველა ეს ქმედება სწორედ ამ ზარალის შემცირებისკენ არის მიმართული. ასევე არასწორად მიმაჩნია აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაციის 2008 წელთან შედარება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მართალია ქვეყნის ეკონომიკამ მაშინ გადაიტანა ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შოკები, მაგრამ საფინანსო სექტორს ეს ნაკლებად შეეხო, საერთაშორისო დახმარებიდან გამომდინარე. მეორეც, არც ცალკეული შემთხვევის მოყვანა მიმაჩნია სწორად, რადგან სისტემური პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა და ბანკებმა ძალზე ბევრი სესხი უბრალოდ ჩამოწერეს, ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ, არა თუ შეღავათიანი პირობებით გადაავადეს, აღარაფერს ვამბობ სესხების დიდი ნაწილის რესტრუქტურიზირებაზე.


ჩვენთან საბედნიეროდ, თვისობრივად სხვა სიტუაციაა, გასული წლიდან მოყოლებული, ამ სახის შოკები არ ყოფილა, მიუხედავად ლარის კურსის არც თუ მცირე დევალვაციისა. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ბანკებმა კლიენტებისადმი შემხვედრი ნაბიჯები ამჯერადაც გადადგეს, რაც პირველ რიგში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციაში აისახა და რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სხვა ყველა შეფასება არის უბრალოდ დემაგოგია! ეს ასე რომ არ იყოს, ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან სესხებში არა თუ 3,2%, როგორც დღეს გვაქვს, არამედ გაცილებით მაღალი იქნებოდა.

 

- პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა "პოლიციის შესახებ კანონში", რომლის თანახმადაც აიკრძალა ე.წ. პოლიციური წესით გამოსახლების პრაქტიკა, ექსპერტთა ნაწილი ამ ნაბიჯს მიესალმება, რადგან ძველ წესს ზედმეტად დაუბალანსებლადაც კი მიიჩნევდა ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთ ვალდებულებების თვალსაზრისით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენად ეფექტური იქნება საბანკო დავების განხილვისას?


- „პოლიციურ გამოსახლება" არ არის უზომოდ დაუბალანსებელი, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი წარმოაჩენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ევროპული სახელმწიფო ამას არ იყენებს (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა). ამასთან ევროპაში სასამართლო სისტემა არის გაცილებით გამართული, პირველ რიგში საქმეების განხილვის ოპერატიულობის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენთან ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების გადამისამართება ხშირად აღრეულია ერთმანეთთან და მაგალითისათვის თბილისის სასამართლოებში ერთ მოსამართლეზე 800 საქმეც კი არის დაწერილი. კიდევ უფრო დახლართულია სიტუაციები რაიონულ სასამართლოებში.


ჩვენი აზრით, პოზიტივი მხოლოდ პირობითი ხასიათის შეიძლება იყოს, რადგან პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი არანაირად არ ცვლის არსებულ status quo-ს საცხოვრებელი ფართის მფლობელ პირთა მიმართ, მით უფრო რომ არ აუმჯობესებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას, რადგან დღეს მოქმედი რეგულაციით „მესაკუთრის" მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ჩარევის შემთხვევაშიც მართლზომიერ მფლობელს ფაქტობრივი გამოსახლების წარმოებამდე (რაც შეადგენს გაფრთხილებიდან 10-30 დღეს პერიოდს) სრული და შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია მიმართოს სარჩელით სასამართლოს და სუსპენსიის საფუძველზე მოახდინოს გამოსახლების - ადმინისტრაციული იძულების წარმოების შეჩერება. ანუ აღნიშნული სამართლებრივი გზა სრულად უზრუნველყოფს კანონიერი მფლობელის სამოქალაქო უფლებებს, და იცავს მას მესაკუთრის მხრიდან მართსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.


რაც შეეხება ნეგატიურ შედეგებს, იგი გაცილებით ფართოა, რადგან ჯერ ერთი მესაკუთრის მხრიდან სასამართლოში საქმის განხილვა გახდება უპერსპექტივო რადგან, მესაკუთრის სარჩელი უნდა მოიცავდეს გამოსასახლებელი პირის ზუსტ მონაცემებს. არამართლზომიერი მფლობელობისას, უმრავლეს შემთხვევაში, მესაკუთრესათვის უცნობია გამოსასახლებელი პირის/პირების ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რაც უსპობს მას საშუალებას თავისი უფლების დაცვა განახორციელოს სასამართლოს მეშვეობით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მესაკუთრესათვის ცნობილი არის გამოსასახლებელ პირთა რეკვიზიტები და მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდგომ მის მიერ აღებულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო ორგანოებს უძრავ ნივთში შეიძლება დახვდეს ნებისმიერი სხვა პიროვნება, რაც სააღსრულებო ორგანოს არ მისცემს საშუალებას გასცდეს სააღსრულებო ფურცლის ფარგლებს და გამოასახლოს სხვა პირები. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული იქნება მოიპოვოს ამ ახალ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და კვლავ დაიწყოს მრავალწლიანი სასამართლო დავა გამოსახლების თაობაზე.


გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ აღსრულების პროცესი ე.წ "თანმყოფი პირების" გამო არ გართულდეს, მნიშვნელოვანია, სასარჩელო მოთხოვნაში მიეთითოს ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემა. ამის საშუალებას საბედნიეროდ იძლევა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი.

კიდევ ერთი ცვლილება რაც გამოსახლების პროცესს ეხება, არის ის, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს გამოსახლების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთნ, აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილება არის სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება.


მეორე, არსებითად იზღუდება საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის - საჯარო რეესტრის ჩანაწერის მქონე სუბიექტის - ფაქტიური მესაკუთრის კონსტ. 21-ე მუხლით გარანტირებული უფლებები, რომლითაც იგი ვალდებული ხდება მისი „ბუნებითი" უფლება რეგისტრირებული საკუთრების შესახებ სასამართლოს გზით ამტკიცოს.


და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღრმავებს პრობლემას მართლსაწინააღმდეგო გზით ფართის დაუფლების შემთხვევაში, თუ თავად მართსაწინააღმდეგობის დადგენა არ არის „განსაკუთრებით თვალსაჩინო". ანუ თუ დაუფლების კანონიერება სადაოა, მაშინ ქონების მესაკუთრემ უნდა ამტკიცოს თავის სიმართლე და ელოდოს სასამართლოს გადაწვეტილებას. ასეთი ფორმით მტკიცების ტვირთის მესაკუთრეზე გადატანა არსებითად ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ არსს და ზედმეტს ხდის საჯარო რეესტრის ჩანაწერის არსებობას, რითაც ხდება აქცენტების გადატანა მფლობელობის უფლების უპირობო დაცვაზე, კანონიერი მესაკუთრის არსებითი ინტერესების მარგინალიზაციის ხარჯზე.

 

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ბანკების ასოციაცია, ბიზნეს ასოციაციასთან ერთად აპირებს სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში. ადასტურებთ თუ არა და თუ ეს ასეა როდის?


- ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ ეტაპზე ვაწარმოებთ კონსულტაციებს ადვოკატებთან სარჩელის მომზადების მიზნით.


კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეჭვქვეშ აყენებს უძრავი ქონებაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საქმის არსის სადაოობის ვარაუდით, იძულებით, სასამართლოს განსჯადს ხდის, მიუხედავად ამის ყოველგვარი არა საჭიროებისა, ვინაიდან სწორედ რომ საჯაროობის პრეზუმფციის ძალით გამოირიცხება (სასამართლოების ზედმეტად დატვირთვის არიდების მიზნით) საკითხის უტყუარობა და სისწორე. ანუ ამ ლოგიკით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადასტურებს, რომ სრულიად ზედმეტია საჯარო რეესტრის ჩანაწერი საკუთრებაზე, იგი მაინც შესაძლებელია სადაო გახდეს, და რაც მთავარია მტკიცების ტვირთი თავად „პატიოსან", კეთილსინდისიერ, მესაკუთრეზე გადადის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კანონი ტვირთად დააწვება სწორედ ინდივიდუალურ მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) უფრო მეტად, ვიდრე ბანკებს. საბანკო დაწესებულებებს გააჩნიათ იმის რესურსი, რომ უკანონოდ შემოჭრილ პირებს სასამართლოს წესით ედაონ და საბოლოოდ მაინც მიაღწიონ გამოსახლებას, ხოლო რიგითი მოქალაქეებისთვის (მესაკუთრეებისთვის)ეს პროცესი რთული და ხარჯიანი იქნება.


- საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ „საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი  შეიცავს არა მარტო მფლობელობის, არამედ საკუთრების უფლების ხელყოფის საფრთხესაც, რამდენად ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?

 

- ამ თვალსაზრისს არ ვიზიარებ, ისევე როგორც მიღებული კანონის განმარტების მე-3 პუნქტში გაგრძელებულ მსჯელობას, თითქოს „როცა საკუთრების უფლების წარმომშობი იურიდიული ფაქტების არსებობა სადავო ხდება, ობიექტურად ფერხდება უფლების რეგისტრაცია, რის გამოც საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტით შეიძლება დაზარალდნენ და პრაქტიკულად ზარალდებიან კიდეც პირები, რომელთაც, მართალია, ობიექტურად გააჩნიათ სადავო ნივთზე საკუთრების თუ თანასაკუთრების უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ არა აქვთ ამ უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი", რადგან არსებითად უსაფუძვლოა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირდაპირ ადგენს, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.ამდენად, ის ვინც არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, არ არის მესაკუთრე და ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის სასამართლოს მხრიდანაც განიხილება როგორც არამესაკუთრე, სულ რომ ზეპირ სხდომაზე გარიგების სანოტარო აქტი აფრიალოს.

 

ნიშანდობლივია, რომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების კანონმდებლობის მიღებამდე (2006-2007 წლებში), მესაკუთრეებს შეექმნათ ისეთი სამართლებრივი სივრცე, როდესაც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო სასამართლოში აღძრულიყო ისეთი მოთხოვნა, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაკუთრე მიიღებდა თავის კუთვნილ ნივთს თავისუფალ მდგომარეობაში. კერძოდ, მოცემულ პერიოდში უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებული და დადგენილი იქნა, რომ არ შეესაბამებოდა საპროცესო კანონმდებლობას მესაკუთრეთა მოთხოვნა: ფართის თავისუფალ მდგომარებაში გადმოცემის ან კონკრეტული პირის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე არ შეიძლება შეხებოდა იმ პირებს, რომლებიც არ იყვნენ დასახელებული სასამართლოში მოპასუხეებად. გამომდინარე აქედან, მესაკუთრე ან საერთოდ ვერ იწყებდა დავას (ფართში შეჭრილი ყველა პირის იდენტიფიკაციის არცოდნის გამო), ან დავის დასრულების შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულებისას ფართში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, რომელთა მიმართაც ვერ ტარდებოდა გამოსახლების იძულებითი ღონისძიებები და საბოლოო ჯამში მესაკუთრეს ინტერესი ვერ კმაყოფილდებოდა.


სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია ე.წ. იპოთეკით დაზარალებულების თემით ინსიუაციები და კერძო იპოთეკარების საკითხის საბანკო სექტორზე მიბმა, და ანტისაბანკო ისტერიულ ფონზე ბანკების მევახშე დაწესებულებებად გამოყვანის მცდელობები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ხოლმე მოყვანილი სენსაციური ციფრები ათასობით დაზარებულ მოქალაქეებზე, რომლებსაც ბინებიდან გამოსახლება ემუქრებათ და ამ კონტექსტში ბანკებისაკენ ხელის გაშვერა.

 

გარდა ამისა,  ბოლო პერიოდში იმ პირების რიცხვი რომლებიც პირობითად შეიძლება გამოსახლების კატეგორიას მივაკუთვნოთ, ორ ათეულზე მეტი არც ყოფილა, გამოსახლება კიდევ უფრო ნაკლები. თავად ეს ფაქტი არის ძალზე მნიშვნელოვანი, ბანკები ამ ტიპის „დამძიმებულ" სესხებზე მომქმედი კანონმდებლობით ახდენენ თანხების დარეზერვებას, რაც ბუნებრივია ამცირებს ბანკის მოგებას და შესაბამისად, ბანკისათვის მთავარია მსესხებელმა სესხის დაფარვა უზრუნველყოს, რისთვისაც ბანკები სესხების რესტრუქტურიზირების პოლიტიკას ახორციელებენ და ზოგიერთ კლიენტს სესხი რამდენჯერმეც კი აქვს რესტრუქტურიზირებული.


ამდენად აქედან ცხადად ჩანს, რომ ბანკი არ არის დაინტერესებული ვინმეს ქონების ხელში ჩაგდებით, რაზეც ხშირად არასწორი მინიშნებები კეთდება ხოლმე. მე არც შესაძლებლობები მაქვს და არც სურვილი ვარკვიო თუ ვისი დაკვეთით ან ხელშეწყობით ხდება საბანკო სექტორის და პირველ რიგში ლიდერი ბანკების ამ ქვეყნიურ ყველა ცოდვაში დადანაშაულება, მაგრამ მათ გასაგონად კი მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკა დგას საბანკო სექტორზე, ხოლო ეკონომიკური სიტუაციის არევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად კრახისთვის არის განწირული!

 

 



„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up