ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

access_time2019-01-19 20:00:36

ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში ყოფნისას ხშირად მეკონტაქტებიან ხოლმე მავანი ბიზნესმენნი; ზოგს ახალი კლინიკის ამოქმედება სურს, ზოგს კი სამედიცინო ინსტიტუტის გახსნა. გრძელ ტირადებს, რომლებშიც ისინი ენთუზიაზმით მიყვებიან თუ რა მაგარი შენობები და ინვენტარი აქვთ შეძენილი, მოკლედ ვაწყვეტინებ მარტივი განმარტებით: - კლინიკისა და ინსტიტუტის შექმნა იწყება პროფესიონალთა გუნდის შეკრებით და შენობა-ინვენტარი მეასეხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია. ჩვეულებრივ აქ სრულდება საუბარიც.


ზუსტად ანალოგიური რამ ხდება საქართველოსთან დაკავშირებით. სახელმწიფოს შენება იწყება არა ინფრასტრუქტურის მშენებლობით, არამედ სამართლებრივი საძირკველის შექმნით. მყარი და აზრიანი კონსტიტუციით, რომელიც უზრუნველჰყოფს სახელმწიფოს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ სექტორებს შორის ძალაუფლების თანაბრად გადანაწილებას და კონტროლს; არ დაუშვებს ერთი ადამიანის ხელში უკონტროლო ძალაუფლების ჩაგდებას.


2012 წლის ლოგიკური ფიასკო სწორედ იმის გამო მოხდა, რომ სახელმწიფოს შექმნის ზემოთ ნახსენები არცერთი საფეხური არ განხორციელებულა; შესაბამისად, შედარებით პროგრესულ ფეოდალთა მიერ ნაშენები ინფრასტრუქტურა და დეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები მოხერხებულად ჩაიგდო ხელში უფრო რეგრესულ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელთა ძალაუფლება ემყარება მათი ლიდერის განუზომელ ფინანსურ რესურსებს და გავლენას. ამ ჯგუფმა კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი და პრაქტიკულად პირწმინდად მოსპო სახელმწიფოებრიობის ყველა კვალი.



ის კატასტროფული სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს ნებისმიერ სფეროში, რომელთა შედეგადაც პანტაპუნტით იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ან სამუდამოდ ტოვებენ ქვეყანას, გაპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოს სახელმწიფო დე-ფაქტო არ არსებობს. შესაბამისად, ყველა სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ბიზნეს სფერო მოქმედებს ბანდიტურ-მაფიოზური წესებით. 


ამრიგად, გაუთავებელი მოთხოვნები ვიღაც დამნაშავეების დასჯაზე, ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ( და არაერთ ანალოგიურს ) კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან და ა.შ., არის უაზრო და უშედეგო ფარსი.

სანამ ქართული საზოგადოება არ მოინდომებს სახელმწიფოს აშენებას, მანამ მუდამ იქნება პარაკრიმინალ ფეოდალთა სათამაშო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით,-წერს გურული სოციალურ ქსელში.





ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...


მსგავსი სიახლეები

up