ზურაბ გურული: იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდის მსუბუქი ფორმა გადაიტანა, ვირუსს „მეორე სერია“ აქვს შემონახული

ზურაბ გურული: იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდის მსუბუქი ფორმა გადაიტანა, ვირუსს „მეორე სერია“ აქვს შემონახული

access_time2020-12-23 19:00:00

იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადათ ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად) ვირუსს ე.წ. "მეორე სერია" აქვს შემონახული, - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული Facebook-ზე წერს.

„უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება; მეხსიერების და აზროვნების პრობლემები; კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები; უცნაურად აჩქარებული გულისცემის სიხშირე და ზოგჯერ არითმიები; გამონაყარის გაჩენა და გაქრობა სხეულის სხვადასხვა ადგილებში; ტკივილი გულის არეში; თავის ტკივილები; თავბრუსხვევა; არტერიული წნევის უცნაური „თამაში“; თმის ცვენა; ტემპერატურის უცნაური ცვლილებები, კერძოდ, ზოგჯერ სუბფებრილიტეტი, ზოგჯერ კი უჩვეულოდ დაბალი სიცხეები ( 35 -ის ფარგლებში) იშვიათად კი მაღალი სიცხეების მოულოდნელი შეტევები - ის სიმპტომებია, რომლებიც კოვიდის მწვავე ეტაპის ჩამთავრების შემდეგ კვირეებისა და ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება. ეს კოვიდის მორიგი პარადოქსია“, წერს ზურაბ გურული.

მისი თქმით, კლასიკურად, გახანგრძლივებული სიმპტომატიკა დაავადების მძიმე ფორმების გადამტან პაციენტებს ახასიათებთ. „ეს ბუნებრივიცაა. რაც უფრო მძიმეა დაავადება, მით უფრო მასიურია ორგანიზმის სხვადასხვა უბნის დაზიანება და შესაბამისად, მათ აღდგენას უფრო დიდი დრო სჭირდება. კოვიდთან კი ყველაფერი პირიქითაა. ამჟამად არსებული ჰიპოთეზებიდან ყველაზე პოპულარული და ლოგიკურია იმუნური სისტემის გახანგრძლივებული აქტივობის შენარჩუნება, ანთებითი პროცესების გახანგრძლივებასთან ერთად. ფრანკფურტის უნივერსიტეტის კლინიკაში ჩატარებული კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კოვიდგადატანილ, ახალგაზრდა, კარგად ნავარჯიშევ ადამიანებში, 100 გამოკვლეულიდან 78-ს აღენიშნებოდა გულის სხვადასხვა პრობლემები, და 60-ს კი მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესი. (ეს ნაშრომი JAMA-ში გამოქვეყნდა ივლისში). როგორც ფიქრობენ, ნერვული სისტემის ფუნქციების მოშლილობა ე.წ. დისავტონომიით, ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებითაა გაპირობებული. მოგეხსენებათ, ეს სისტემა აკონტროლებს სუნთქვასაც, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსაც და გულისცემის სიხშირესაც. თავად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება არის პასუხისმგებელი ე.წ. „გონების დაბინდვასთან“, გემოსა და ყნოსვის გაქრობა-დაქვეითებასთან. ზოგჯერ სუნთქვის პრობლემები პნევმონიის სრული ალაგების შემდეგაც გვხვდება; კერძოდ სუნთქვის უკმარისობა, ასთმის მსგავსი შეტევები. მიზეზი არავინ იცის ჯერჯერობით ზუსტად. დიდი ალბათობით ესეც ნერვული სისტემის ანთებით მოშლილობას უფრო უკავშირდება, ვიდრე თავად ფილტვის ქსოვილის დაზიანებას“, - აცხადებს გურული.

მისი თქმით, კოვიდი ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ცვლილებასაც იწვევს. „ამიტომ, ზოგ პაციენტებში დიდხანს გრძელდება მუცლის ტკივილები, დიარეა, შებერილობა. თეორიები და ჰიპოთეზები საკმაოდ ბევრია. შესაძლოა ეს სიმპტომები გამოწვეული იყოს ე.წ. ციტოკინური შტორმის დროს იმუნური სისტემის მიერ განვითარებული მძლავრი რეაქციით; შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის სხეულში ვირუსი რჩება შეუმჩნეველი რეზერვუარების სახით (ინფექციური პოტენციალის მქონეც და გაუვნებლებულიც) და დროდადრო იწვევს იმუნური სისტემის გააქტივებას. არის მოსაზრებაც, რომ ეს ყველაფერი აუტოიმუნური პროცესის ბრალია და თავად დაბნეული იმუნური სისტემა უტევს საკუთარ სხეულს. ვინ იცის. რეალურ, ორგანულ პრობლემებს ლოგიკურად თან ერთვის ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რომლებიც ბუნებრივია ნებისმიერი ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესისათვის; და თავად პანდემიური დეპრესიით გამოწვეული მელანქოლიაც. დიდი ალბათობით ორგანიზმი მოახერხებს დარღვეული ბალანსის აღდგენას. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კარდიალური სიმპტომები აწუხებთ.


ახალგაზრდები ცხადია მოუთმენლად ელიან ჩვეული, რუტინად ქცეული, აქტიური ვარჯიშის განახლებას, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ სანამ სიმპტომებს შეიგრძნობენ, მანამ მათი გულის კუნთის უჯრედებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს და ამიტომ ფიზიკური დატვირთვის აღდგენა ფრთხილად და ზომიერად უნდა მოხდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონეთ გასტროენტეროლოგები დაეხმარებიან ნაწლავის ფლორის აღდგენასა და შესაბამისი დიეტის შერჩევაში. თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ფსიქოლოგებიც. „ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი“ ალბათ კიდევ ერთი მკვეთრი არგუმენტია ვაქცინაციის სასარგებლოდ. კოვიდი არ არის გრიპი. ძალიან კომპლექსური ვირუსია. აქამდე არნახული კომპლექსური ზემოქმედებით ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემაზე. ალბათ წლები დასჭირდება ყველა მისი სივერაგის ბოლომდე გაშიფვრას. მანამ კი სჯობს რომ თავიდან ავიცილოთ, თუკი შევძლებთ. P.S. აღსანიშნავია „გრძელი კოვიდის სინდრომი“ პედიატრიულ პოპულაციაშიც, ბავშვებში. ძირითადათ აღინიშნება მაღალი სიცხეები, მიოკარდიტები, ენდოკარდიტები, პლევრიტები, უცნაური გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში; აუტოიმუნური პროცესები“, - წერს Facebook-ზე ზურაბ გურული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up