ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

access_time2020-01-17 19:40:27

„გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს და პარტიის წევრ იმედა კლდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

 

ჯაფარიძის თქმით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

 


„ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გასაჩივრებას ვაპირებთ. რაც შეეხება იმას, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება, ვინც ესწრებოდა პროცესს, ნათლად ჩანდა, რომ ჩვეულებრივი ყალბი ჩვენებები იყო. როგორც ხდება პოლიციელების მხრიდან გაყალბებული იყო თვითონ პატაკი, რომელიც ორგვერდიანია და ცამეტ კაცზე არის დაწერილი. მოსამართლე როცა გადაწყვეტილების გამოსატანად  გავიდა, ჩვენ პოლიციელებს ველაპარაკეთ და აღიარეს, რომ იტყუებიან. მიუხედავად ამისა, 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრა მოსამართლემ გადასახდელად. ჩემს შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, არ დამიმტკიცდა, რაზეც იყო საუბარი, რადგან დაავიწყდათ, სამართალდარღვევის ოქმში ჩაეწერათ, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში. ამიტომ საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და უბრალოდ მომისაჯეს 2000 ლარის გადახდა, ვინაიდან წინააღმდეგობას ვუწევდი თითქოს პოლიციას, რაც არ ყოფილა”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

ზურაბ ჯაფარიძე 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სხვა პირებთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს და იმავე დღეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

1tv





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up