ზურაბ ჯაფარიძე : „სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს“

ზურაბ ჯაფარიძე : „სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს“

access_time2019-02-12 19:30:29

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სამშენებლო რეგულაციების არარსებობას ემხრობა. მეტიც, მისთვის დაუშვებელია ცენტრალიზებული მმართველობა, რაშიც დედაქალაქის მერიას პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს. ჯაფარიძის თქმით, თბილისის დამახინჯებული და ქაოტური მშენებლობაც სწორედ სამშენებლო რეგულაციების შედეგია და ახლა, როცა კანონი უფრო მკაცრი გახდა, შედეგიც უარესი იქნება.


„სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ამ საკითხზე ბიზნესს აქვს თავისი ლოგიკური არგუმენტები და მათაც ვეთანხმები. გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს ბაზარზე ფასის მატებას და კერძო სექტორს შეექმნება პრობლემა, პირველ რიგში, თბილისისთვის არის საზიანო. დღეს ნებისმიერ მშენებლობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერია, რაც არასწორია და უარესი შედეგი გვექნება. საჭიროა დეცენტრალიზებული მმართველობითი სისტემა,“ - ამბობს ჯაფარიძე.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერს ადგილობრივ მაცხოვრებლებზე უკეთ ვერ ეცოდინება, მაგალითად, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში რა და როგორი კორპუსი უნდა აშენდეს. მაცხოვრებლებმა კი ბევრად უკეთ იციან, როგორ გარემოში უნდათ ცხოვრება და რა იქნება მათთვის პრიორიტეტული.


„დარწმუნებული ვარ, არავის მოუნდება სახლის წინ საშინელი და უსახური კორპუსი აუშენონ. ამიტომ, კალაძეზე უკეთ იციან ადგილობრივებმა, რა სჭირდებათ. ისინი საკუთარი თავის საზიანო გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მიიღებენ და თუ მაინც ასე მოხდა, იქნება მათი პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, მერე მთელი გლდანი არ გამოვა და კალაძეს არ დაუწყებს გინებას, ესა თუ ის კორპუსი რატომ ააშენა. არგუმენტი, რომ სამშენებლო რეგულაციები თბილისის კეთილდღეობისთვის ამოქმედდა, არასწორია,“ - განმარტავს ჯაფარიძე.



რეგულაციები რომ დედაქალაქის კეთილდღეობას არ ემსახურება, ამას „გირჩის“ დამფუძნებელი რამდენიმე ფაქტორით ხსნის:


„ის, რაც დღეს თბილისში არ მოგვწონს, რეალურად აშენდა და გაკეთდა სწორედ სამშენებლო რეგულაციების ფარგლებში და არა თავისუფალი ბაზრის პირობებში. თავის დროზე ცენტრალიზებულად გაიცა ნებართვები და მივიღეთ დღევანდელი იერსახე. კომპანიები მიდიან მერიაში, ფულს იხდიან და ნებისმიერ მშენებლობაზე თანხმობას იღებენ. კოეფიციენტის მომატება უნდა ბიზნესმენს? - კი ბატონო, გადაიხადე და მოიმატებს. სართულების დამატებაც არ იქნება პრობლემა, თუ საჭირო თანხას გადაიხდი. ზუსტად ამიტომ, სამშენებლო რეგულაციები თბილისის კეთილდღეობას არ ემსახურება,“ - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.


გარდა იმისა, რომ ჯაფარიძე გამოსავალს გადაწყვეტილებების ადგილობრივად მიღებაში ხედავს და სამშენებლო რეგულაციების არსებობას კორუფციულ სქემას უკავშირებს, იგი არც თბილისის გენერალურ გეგმას იწონებს.


„გენგეგმის მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დოკუმენტის ჩასწორება, რაიმეს ჩამატება ან ამოღება. გამოდის, რომ უფრო ფორმალურ სახეს ატარებს და ყველას შეუძლია საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ზოგადად, არ მგონია კალაძე დღე და ღამე იმაზე ფიქრობდეს, მე და თქვენ როგორ ვცხოვრობთ, რადგან თავად არის  წყნეთში და მუშაობს საბურთალოზე. და კიდევ, კონკრეტული მშენებლობის გამო ადგილობრივი მაცხოვრებლები რომ აპროტესტებენ, ლანძღავენ და აგინებენ მერს, მის ადგილას რატომ მივიღებდი ხალხისთვის სალანძღავ გადაწყვეტილებას, თუ რაიმე ინტერესი არ მექნებოდა?!“ - ამბობს ჯაფარიძე.



სალომე ლემოჯავა 






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up