ზურაბ ჯაფარიძე - სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება - უნდა მოიტანონ პასუხი წინადადებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო

ზურაბ ჯაფარიძე - სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება - უნდა მოიტანონ პასუხი წინადადებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო

access_time2020-11-19 21:42:59

სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოხდეს.

„ამ განცხადების ზოგად პათოსს, რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ , ვეთანხმები. ეროვნული ამოცანაა ეს, მართლა იმდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით, არც ერთმა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ - გვერდით გამოქვეყნებული შედეგებით, ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. საბოლოო ჯამში, ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, მათ უნდა მოიტანონ პასუხი იმ კონსტიტუციურ წინადადებაზე, რომელიც ბოლო რაუნდში ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო. ეს პასუხი შეიძლება იყოს - კი, არა, შეიძლება იყოს - კი და მოჰყვებოდეს დათქმები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რამე გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, ეს შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, მოლაპარაკების მაგიდაზე. ესე უპირობოდ, რომ მოდით ახლა ქვეყანას უჭირს და შემოდით პარლამენტში და მერე ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, კარგი ხალხი ვართ... ესეთი სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. სალაპარაკოა და მოლაპარაკების მაგიდასთანაა გადასაწყვეტი ეს კრიზისი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დღეს მიმართა.

„მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“,- ნათქვამია კალაძის განცხადებაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up